საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №47 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №47 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2018 წლის 27 სექტემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის N47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.ჯანელიძე - ადმინისტრაციის უფროსის მ.შ.);
- შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ქ.რეხვიაშვილი - ბაზრის ანალიზის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ჩვენი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს „ქართული-ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).
