საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №48 სხდომის დღის წესრიგი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №48 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2014 წლის 10 ივლისი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
4. ინდ. მეწარმე ”ხვიჩა ზანგურაშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
5. შპს ”დეტექტორისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 მაისის №310/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
7. შპს “ინტერკომის“ წილის 33,334%-ის ფიზიკურ პირ ზვიად ბერიშვილის, 33,333%-ის ფიზიკურ პირ ვლადიმერ სალიბეგაშვილის და 33,333%-ის ფიზიკურ პირ ხრისტინა მარტინოვას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
8. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს: თ.ტყეშელაშვილი - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;);
9. შპს “INTERMEDIARY“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ.ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
10. შპს „GEOBET“–ისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
