წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 49 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: სექტემბერი 18, 2009 16:00

გამოქვეყნების თარიღი

პროექტი

 ქ. თბილისი                                                                     2009  წლის 18 სექტემბერი, 16:00 საათი  

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 49 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების  და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. გ. ბუთბაია - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი);

3.  შპს ”კავკასუს ონლაინის” გაფრთხილების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);

4.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხს. ა. მიქელაძე - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

5.  სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგისათვის კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

6.  შპს ”ათა”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

7. შპს ”ეარ ვისოლი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები