საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №51 სხდომის დღის წესრიგი:
ქ. თბილისი 2011 წლის 29 ივლისი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. უცხოური საწარმოს ფილიალი ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
3. შპს ”ყაზბეგი 1881”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
4. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ამირან თავაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
5. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ხვიჩა დათუაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
6. დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
7. კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
8. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
9. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
10. შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
11. შპს „ჯეოსელისთვის“ შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
