წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №52 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: აგვისტო 24, 2012 16:00

გამოქვეყნების თარიღი

პროექტი

      ქ. თბილისი                                                                                                2012  წლის 24 აგვისტო, 16:00 საათი

1.         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული  დეპარტამენტის  უფროსი);

2.         საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.         შპს „ცენტრისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.         შპს ”ბორან მაინინგისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.         შპს “სისტემ ნეტისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

6.         შპს “მობიტელისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდების (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

7.              შპს „კომედი ტვ“-სთვის თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

8.         შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ის კერძო მაუწყებლობის  №B74 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

9.         შპს „სატელიტსერვისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. კ.ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);

10.      შპს „დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები