საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №54 სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№54 სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
ქ. თბილისი 2017 წლის 10 აგვისტო, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის უფროსი);
- „მედია განვითარების ფონდის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „ბორჯომულას“ (ს/კ 426109123) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „ბორჯომულას“ (ს/კ419989604) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- სს „გლობალ ერთის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F57 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს ,,ჯიმობაილისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- უცხოური საწარმოს ფილიალი კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).
