წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №55 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: აგვისტო 14, 2014 16:00

გამოქვეყნების თარიღი

 

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №55 სხდომის დღის  წესრიგი

ქ. თბილისი                                                           2014 წლის 14 აგვისტო, 16:00 საათი

1.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.       სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი); 

4.       ”ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამ ოფისისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.       შპს  ”ალტერნატიული უსაფრთხოებისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.       შპს “GN TAXI”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.       ინდ. მეწარმე ”დალი თათანაშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

8.      შპს „მობიტელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

9.        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. თ. ტყეშელაშვილი – სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);

10.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ (მომხს. რ. სხირტლაძე – ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი);

11.  „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  (მომხს. ე.ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები