საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 55 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2010 წლის 17 სექტემბერი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის №55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის №411/18 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. პ. ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
5. შპს ”გიჩასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
6. შპს ”ურუშასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
7. ი/მ ”სილოვანი გვასალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
8. ი/მ ”ხვიჩა კაპანაძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
