საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 56 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2008 წლის 29 აგვისტო, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. უ.სეთური - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მოქალაქე მ.ტალახაძესა და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შესახებ (მომხს. გ. ხოჯევანიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი); ზ/მოსმენიდან
4. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N63 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს ”გიჩასთვის” ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
6. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
7. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
8. სს ”პროგრეს ბანკისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი).
