საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №58 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2012 წლის 21 სექტემბერი, 12:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „მედია სახლი ობიექტიივის“ განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. კ.ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
3. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „მედია სახლი ობიექტიივის“ განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. კ.ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი).
