წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №58 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: აგვისტო 31, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2017 18:09

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №58 სხდომის დღის  წესრიგი

 

               ქ. თბილისი  2017  წლის 31 აგვისტო, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №58  სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. ერთის მხრივ სს „სილქნეტსა“ და მეორეს მხრივ შპს „ინექსფონს“, შპს „მაიფონს“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  3. შპს „ტელე-კომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  4. „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 27 ივლისის N500/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს უსაფრთხოების სამსახური „კასკადისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  9. ინდ. მეწარმე „ბაკურ ალავიძისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  10. ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016  წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  11. შპს „ინტტიერ Inttier“-ის, შპს „G-NET”-ის, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძისა და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  12. შპს „ანრი 109“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

 

განახლდა 29.08.17

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები