საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 62 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2009 წლის 05 ნოემბერი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებებთან (მოწვევის ოფერტა) დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტის უფროსი);
3. შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტის უფროსი);
4. ერთი მხრივ შპს ”მაგთიკომს” და მეორე მხრივ სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა”, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” შორის შპს ”მაგთიკომის” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
