საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №62 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №62 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2018 წლის 27 დეკემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის N62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.ჯანელიძე - ადმინისტრაციის უფროსის მ.შ.);
- შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს “კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 43,5%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
- ინდ. მეწარმე „ბაკურ ალავიძისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ახალი ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- საქართველოში შვედეთის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (მომხს. ი.მახარაძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).
