საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 63 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2010 წლის 05 ნოემბერი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. სს ”ელმავალმშენებლისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
3. შპს ”ჯითიესისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
4. შპს ”მზისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
5. შპს ”ვიქტორია სექიურითისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
6. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მერაბ ფოჩხუასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
8. კერძო მაუწყებლობის №B13 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ.კიკნაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
9. სს ”სილქნეტის” განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. უ. სეთური - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”სტუდია მონიტორის” საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
11. შპს ”ტვ-4000”-ს სანქცირების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი).
