საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 65 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2008 წლის 19 სექტემბერი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს ”აიეტის” გაფრთხილების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” სანქცირების შესახებ შპს ”მაგთიკომის” განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. უ. სეთური - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს ”ბლექ სი ტელეკომის” მიერ საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
5. სს ”ეგრისსა” და შპს ”მობიტელს” შორის დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ (მომხს. გ.ხოჯევანიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
6. შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გართიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. გ. ხოჯევანიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
7. შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გართიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. გ. ხოჯევანიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
8. შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. უ. სეთური - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
9. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. უ.სეთური - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
10. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ახალი ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის ფინანსური ვალდებულებების თაობაზე დასკვნის ცნობად მიღების შესახებ (მომხს. უ.სეთური - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
11. ასოციაცია (კავშირი) ”ათინათია” № 48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის № 43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი);
12. შპს ”თბილისის წყალისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
13. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
14. შპს ”სისტემებისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
15. შპს ”ლუკასისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
16. ი/მ ”დავით თვალაბეიშვილისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
17. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გივი ჯანიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე).
