წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №66 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: დეკემბერი 19, 2024 15:00

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2024 17:22

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №66 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი  

სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 19 დეკემბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

 1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №66 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „ანაგი ინფრა კონსტრაკშენისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. სერბეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის (OLYMPIC COMMITTEE OF SERBIA) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. რადიომოყვარულ იური ღვინიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. შპს „დათაჰაუს გლობალის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

6. შპს „ახალი მედია ჯგუფის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

7. შპს „სქაიტელეკომი Skytelecom LTD“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

8. შპს „სმარტ ტვ“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

9. შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

10. შპს „სქაი სერვისი - Sky Service“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

11. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

12. სს „სიაკომის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

13. შპს „რეტნ ჯის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

14. “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” (მომხს. თინათინ ჭაჭუკაშვილი - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები