საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №67 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №67 სხდომის დღის წესრიგი:
ქ. თბილისი 2014 წლის 25 სექტემბერი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №67 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. სსიპ ”საფინანსო - ანალიტიკური სამსახურისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
3. უცხოური საწარმოს ფილიალი ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
4. შპს “ტაქსი-2”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
5. შპს „სტერეო+“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
6. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 და 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
