წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №68 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: ნოემბერი 02, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 30, 2017 18:59

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №68 სხდომის  დღის  წესრიგი

              ქ. თბილისი 2017  წლის 2 ნოემბერი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №68 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  3. შპს „რ-რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. შპს „ფლაი ტივის“ მიერ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  6. სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ქ.რეხვიაშვილი - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);
  7. „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „ტვ-გლდანის“ (ს/კ204453000) წილის 90%-ის ფიზიკური პირის ლიანა მჭედლიშვილი-ხასაიას და შპს „ტვ-გლდანის“ წილის 10%-ის  ფიზიკური პირის მერაბ მახარობლიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი);
  9. შპს „GALAXY GEORGIA“-ს (ს/კ 425358383) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748)  მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „GALAXY GEORGIA“-ს (ს/კ 425358383) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი);
  10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 05 იანვრის №03/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ნუმერაციის მართვის მთავარი სპეციალისტი);
  11. შპს „ტვ-ვაზის“ და შპს „მაკროკომის“ ავტორიზაციების შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  12.    შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო მაუწყებლობის №B95 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  13. შპს „აჭარ ენერჯი-2007“-სთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  14. შპს „სასტუმრო ყაზბეგისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  15. უცხოური საწარმოს ფილიალი „LUGAMINO HOLDINGS LIMITED-ის წარმომადგენლობისთვის საქართველოში“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  16. შპს „პეფი ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  17. სს „ქართუ ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები