წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №69 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: ოქტომბერი 06, 2016 15:00

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2016 18:48

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №69 სხდომის დღის წესრიგი

              ქ. თბილისი                                                              2016  წლის 06 ოქტომბერი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №69 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის MELITOPOL – 99,6 მგჰც მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. შპს ”გოლეთასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს ”სოკარ ენერჯი ჯორჯიას”  განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. სს „საქართველოს რკინიგზის”  განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ პავლე ზაბოლოტსკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  7. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დავით ჩხაიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  9. შპს „სითი ტელეკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  13. შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის „ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  14. შპს „ini.ge ჯგუფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  15. შპს  „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები