საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №73 სხდომის დღის წესრიგი:
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №73 სხდომის დღის წესრიგი:
ქ. თბილისი 2014 წლის 23 ოქტომბერი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №73 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. უცხოური საწარმოს ფილიალი ”ყატარ ეარვეიზ (ქიუ.სი.ეს.სი.)-ის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
3. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 და №B125 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 და 2012 წლის 26 ნოემბრის №745/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ განმცხადებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის მიზნით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე. ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს „SipTel”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
6. შპს „ნეტ სითისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).
