საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №76 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №76 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2017 წლის 14 დეკემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №76 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის უფროსი);
- შპს „TV ERA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
- ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ონლაინ მიუზიკის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 ოქტომბრის N708/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. თ.ჭელიძე - კომისიის კონსულტანტი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ კომისიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. თ.ჭელიძე - კომისიის კონსულტანტი).
