წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №77 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: ნოემბერი 08, 2016 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2016 18:11

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №77 სხდომის დღის წესრიგი

              ქ. თბილისი        2016  წლის 08 ნოემბერი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №77 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის №ბს-545-538 (2კ-15) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ,,შპს ,,მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. ,,შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F2, №F4, №F12,  №F15,  №F16, შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F17, №F18, №F20,  №F24 და შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F5, №F42 და  №F59 ლიცენზიების  მოდიფიცირების, ცალკეულ შემთხვევებში მოქმედების ვადის 15 წლით განსაზღვრისა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურთა გადაანგარიშების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №55/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები