წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №80 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: დეკემბერი 28, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2017 18:55

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 80 სხდომის დღის წესრიგი

               ქ. თბილისი 2017  წლის 28 დეკემბერი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №80 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  3. „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N695/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ  ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს „ბანეტის“ (ს/კ 412705023) მიერ შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი);
  5. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თ.მარღანია - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.)
  6. შპს ,,ვოიფონისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.დევდარიანი - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები