წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 89 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: დეკემბერი 19, 2008 16:00

გამოქვეყნების თარიღი

პროექტი

ქ. თბილისი                                                                 2008  წლის 19 დეკემბერი, 16:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 89 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.  შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის №908 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ი. მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი);

3.  შპს ,,ჩვენი რადიოს ” №B72  ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ. აროშიძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

4. ერთი მხრივ, შპს ”სერვისსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. უ. სეთური - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

5.  საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირსა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის თაობაზე არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. უ. სეთური - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები