საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №93 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №93 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2013 წლის 21 ივნისი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №93 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს ”ტაქსიკომისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
3. ინდ. მეწარმე ”ხვიჩა ზანგურაშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
4. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
6. შპს ”სისტემ ნეტის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
7. შპს ”დიასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ. ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
8. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
9. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს ”ჯეოსელს” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
10. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს ”მობიტელს” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
