საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 11 სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N 11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციის უფროსი);
2. შპს “კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის მოსამზადებლად მასალების გაცნობის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);
3. შპს “ახალ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);
4. შპს “მწვანე ტალღის” N1446 (კერძო საერთო რადიომაუწყებლობა) ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);
5. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი).
