წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 52 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: აგვისტო 05, 2005 16:00

გამოქვეყნების თარიღი

პროექტი

ქ. თბილისი                                                      2005 წლის 05 აგვისტო, 16:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის  N 52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციის უფროსი);

2.   “უნივერსალური მომსახურების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი   – სამართლებრივ საკითხთა სამსახურის უფროსი);

3.   „ურთიერთჩართვის მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 ივნისის N9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი   – სამართლებრივ საკითხთა სამსახურის უფროსი);

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის მუხლების  შესრულების შესახებ (მომხს. ი. აბულაძე - ფინანსური სამსახურის უფროსი);

5. შპს “კომპიუტერ ლენდისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);

6. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);

7. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს.   ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);

8. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);

9. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ კონსტანტინე ბერულავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.                 ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);

10. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გივი ბოჭოლაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები