საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 53 სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 53 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ლორია – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე);
2. „ურთიერთჩართვის მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 ივნისის N 9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი – სამართლებრივ საკითხთა სამსახურის უფროსი);
3. შპს “სიტი ექსპრესისთვის” საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);
4. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ აკაკი დევდარიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი).
