წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 55 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: სექტემბერი 15, 2006 16:00

გამოქვეყნების თარიღი

პროექტი    

ქ. თბილისი                                                                                   2006 წლის  15 სექტემბერი, 16:00 საათი

1.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N 55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.  ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებით დამტკიცებულ ” ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. გ. სულუხია - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის N 172/22 გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს.  ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

4. შპს ”ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მინიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

5. შპს ”თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.   ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მინიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი).

მოამზადა: ი. ხარებავამ

          12.09.2006 წ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები