საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 57 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2006 წლის 29 სექტემბერი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N 57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს ”პოულტერი ჯორჯია”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მინიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
3. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ალექსანდრე ჩაკვეტაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მინიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
4. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დიმიტრი ფინიკოპულოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მინიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
5. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ იგორ ევტუშენკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მინიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
6. შპს “მეტაკომსა” და შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. გ. გოგიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 იანვრის N 59/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ნაწილობრივად ბათილად ცნობისა და კომისიის 2006 წლის 6 თებერვლის N 237/2 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
8.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
9.შპს ”მეგა ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. სულუხია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
10.შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”საბატელს” შორის წარმოშობილი დავის განხილვის თაობაზე მოსამზადებლი სხდომის ჩატარების შესახებ (მომხს. გ. გოგიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
