საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 69 სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 69 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციის უფროსი);
2. „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი – სამართლებრივ საკითხთა სამსახურის უფროსი);
3. „რეგულირების საფასურის გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი – სამართლებრივ საკითხთა სამსახურის უფროსი);
4. “რადიოსიხშირული სპექტრის ან/და ნუმერაციის რესურსის დროებითი სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დატკიცების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. ბუთბაია – სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსი);
5. 6. აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ 2005 წლის მესამე კვარტალში კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე გაწეული მუშაობისა და კომისიის წევრების საკონტროლო დავალებების შესრულების მონიტორინგის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციის უფროსი);
7. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსის მ.შ.);
8. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ოთარ მღებრიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსის მ.შ.);
9. შპს “სამეგრელოს” N 419 ლიცენზიის გაუქმების შესახებ (მომხს. გ. სულუხია – სამართლებრივ საკითხთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი).
