საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 7 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2006 წლის 27 იანვარი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N 7 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციის უფროსი);
2. შპს “ახალ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);
3. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან საეთერო ტელერადიოსამაუწყებლო ლიცენზიების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ტელერადიოსამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);
4.სათემო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);
5. საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენას” გაფრთხილების თაობაზე (მომხს. გ. სულუხია – სამართლებრივ საკითხთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი);
6. „ავტორიზებული პირების მიერ დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ თაობაზე დადგენილების მიღების შესახებ (მომხს. გ. ბუთბაია – სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსი).
