წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 79 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: დეკემბერი 09, 2005

გამოქვეყნების თარიღი

    პროექტი    

ქ. თბილისი                                                                    2005 წლის 9 დეკემბერი, 16:00 საათი

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 79 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.     ი. ხარებავა – ადმინისტრაციის უფროსი);

2.      შპს “ახალ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის მოსამზადებლად წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი).

3.      შპს “საქართველოს ტელეკომსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);

4.     შპს “კავკასიის ციფრულ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);

5.      შპს “მიუზიკ ბოქს ჯორჯიასათვის” კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);

6.      შპს “მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);

7.      სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ნორიკ ასატრიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);

8.      საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);

 

 

მოამზადა: ი. ხარებავამ

     06.12.2005 წელი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები