საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 81 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2005 წლის 23 დეკემბერი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 81 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციის უფროსი);
2. შპს “საქართველოს ტელეკომსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);
3. შპს “კავკასიის ციფრულ ქსელისა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);
4. შპს “ახალ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის მოსამზადებლად წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);
5. შპს “სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი – სამართლებრივ საკითხთა სამსახურის უფროსი);
6. შპს “ოპტიმუმი”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);
7. საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);
8. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);
9. უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);
10.სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ანზორ მაგრაქველიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);
11.სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ზურაბ ძირტკბილაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);
12.სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ჰაკან გიუნერისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);
13.საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსი);
მოამზადა: ი. ხარებავამ
16.12.2005 წელი.
