წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 9 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: თებერვალი 02, 2007 16:00

გამოქვეყნების თარიღი

პროექტი  

ქ. თბილისი                                                                      2007 წლის  2 თებერვალი, 16:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 9 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.  ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2. შპს ”სერვისლაინისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს.  ნ. ნიჟარაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

3. ”ფიჭური სატელეფონო კავშირით, პეიჯინგური კავშირით, თრანქული სისტემით მომსახურების, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”სუპერპეიჯის” № F 21 ლიცენზიის გაუქმების შესახებ (მომხს.  ნ. ნიჟარაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

4.  ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის რესურსებთან დაშვებისა და  კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების ოდენობების დადგენისათვის  კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. ბუთბაია -  სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი);

5. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპატრამენტის უფროსი);

6.სს ”ბანკი ქართუსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

7. შპს ”საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ნ.ვ.”-ს წარმომადგენლობისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

8. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

9. შპს ”ტვ-33”-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები