საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზეპირი მოსმენის № 21 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2010 წლის 06 დეკემბერი 16:00 საათი
1. ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
2. ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სტუდია მონიტორის“ საჩივრის ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი).
