საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის№24 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის№24 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2014 წლის 24 აპრილი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს ”ოპტიმა+”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის №216/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „სპექტრის“ კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე (მომხს. თ. გოშუა – სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
4. შპს „ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ. გოშუა – სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
