წვდომის მენიუ

შპს „სამაუწყებლო სახლის“კერძო მაუწყებლობის №B144, №B160 და №B161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014 წლის 20 მარტის №154/1 და 2014 წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: ნოემბერი 01, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2018 11:31

ცნობა  №  18-39

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „სამაუწყებლო სახლის“კერძო მაუწყებლობის №B144,  №B160  და №B161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014  წლის 20 მარტის №154/1 და  2014  წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

 

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  115-ე მუხლის, ასევე კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის N570/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო სახლის“კერძო მაუწყებლობის №B144,  №B160  და №B161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის      2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014  წლის 20 მარტის №154/1 და  2014  წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 01 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 01 ნოემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები