საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №57 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №57 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 06 აგვისტო, 16:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- სს ”სილქნეტისთვის ” არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”მტკვარი ენერგეტიკისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- ინდ. მეწარმე ”თინათინ მოდებაძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „იუ თი ეს“-ისთვის ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს “დელტა კომმის“ 20% წილის კომანდიტური საზოგადოება “SEAF Caucasus Growth Fund L.P.“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- სს „სილქნეტისთვის“ შპს „სითი ტელეკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია კავკასიასა“ და მეორე მხრივ შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“, ააიპ „არასამეწარმეო მედია–კავშირ ობიექტივს“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).
