საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
N გ-19-17/467 467-გ-19-1-4-201908080948
08/08/2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 08 აგვისტოს N40 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2019 წლის 08 აგვისტოს N40 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: სს „რუსთავის აზოტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
2. კომისიის 2019 წლის 08 აგვისტოს N40 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური
კომისიის თავმჯდომარე
ელისო ასანიძე
კომისიის წევრი
ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი
მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი
