„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2015 11:40

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2015 წლის 20 აგვისტო ქ.თბილისი

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით (სსმ III, 14.12.2005 წ., №145, მუხლი 1620) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დადგენილების დანართ №5-ში სიტყვები |საეთერო ტელერადიომაუწყებლობა შეიცვალოს სიტყვებით საეთერო რადიომაუწყებლობა “. 

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

კომისიის წევრი                 მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                  გიორგი ფრუიძე

თავმჯდომარე                    ვახტანგ აბაშიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები