„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2017 16:00
მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017
|
„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ |
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების (სსმ, 05.07.2006, №90, მუხლი 1211) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა” თანდართული ფორმით, სადაც რადიოსიხშირული სპექტრი იყოფა სიხშირულ დიაპაზონებად.“ |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|