„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2017 12:56

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2017 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზესაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება და „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე

კახი ბექაური

კომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

ვახტანგ აბაშიძე

ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების მიზანი              

წინამდებარე დებულებაში მოცემული პრინციპები და წესები გამოყენებული უნდა იქნეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე განხორციელებული საქმიანობისას დანახარჯების, კაპიტალის და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის, აგრეთვე კომისიის მიერ ტარიფის ან/და ზღვრული ტარიფების დადგენისას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში მოცემული განმარტებები.

2. ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბიზნეს ერთეულები – სტრუქტურული ქვედანაყოფი, სეგმენტი ან ლოგიკური ელემენტი, რომელიც ავტორიზებული პირის საქმიანობის სპეციფიკურ ფუნქციას წარმოადგენს;

ბ) დანახარჯთა ცენტრი   ერთნაირი  შინაარსის და ხასიათის  ხარჯების  შემკრები ანგარიში;

გ) დანახარჯების მომსახურების მიწოდების მოცულობასთან ურთიერთკავშირის ანალიზი (Cost Volume Relationship – CVR) – განსაზღვრავს დანახარჯის მატარებლის ცვლილებით გამოწვეული  შესაბამისი დანახარჯის ცვლილების მოცულობას;

დ) დანახარჯთა მატარებელი (cost driver) – ფაქტორი, რომელიც იწვევს ავტორიზებული პირის კონკრეტული საქმიანობის დანახარჯებში ცვლილებას;

ე) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ვ) მარშრუტიზაციის ფაქტორების ცხრილი – ინფორმაცია მომსახურების სახეების მიერ აქტივების გამოყენების ან დატვირთვის შესახებ;

ზ) სააღრიცხვო პოლიტიკა – დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად აღწერილია განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების საფუძველები;

თ) საბრუნავი/სამუშაო კაპიტალი – სხვაობა მიმდინარე/საბრუნავ აქტივებსა და მიმდინარე ვალდებულებებს შორის;

ი) ფინანსური ანგარიშგება – ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ან საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული პრაქტიკის მიხედვით მომზადებული ავტორიზებული პირის ფინანსური ანგარიშგება. ფინანსური ანგარიშგება არის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ავტორიზებული პირის ფინანსური მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი;

კ) შიდა ტრანსფერები  ავტორიზებული პირის ბიზნეს ერთეულებს შორის განხორცილებული სატელეკომუნიკაციო ტრანზაქციები;

ლ) ჩანაცვლების ღირებულება – გრძელვადიანი აქტივების  შეფასების მეთოდი, რომლის მიხედვითაც გრძელვადიანი აქტივის ღირებულება მისი გადაფასების თარიღისთვის აქტივის საბაზრო ღირებულების ტოლია;

მ) ძირითადი დატვირთული კაპიტალი – ავტორიზებული პირის ბიზნესში/საქმიანობაში გამოყენებული აქტივების ღირებულება, რომელიც გამოითვლება გრძელვადიანი აქტივების და სამუშაო კაპიტალის შეკრებით ან მთლიანი აქტივების  და მიმდინარე ვალდებულებების სხვაობით;

ნ) WACC – კაპიტალის საშუალო შეწონილი განაკვეთი, პროცენტებში.

მუხლი 3. დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის და მომსახურების დანახარჯების კალკულაციის ძირითადი პრინციპები

დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის და მომსახურების დანახარჯების გაანგარიშების (შემდეგში „კალკულაცია“ ) ძირითადი პრინციპებია:

ა) მიზეზობრიობა – სხვადასხვა საქმიანობაზე შემოსავლების და დანახარჯების განაწილება უნდა განხორციელდეს მიზეზობრივი კავშირების (Causul driver) საშუალებით;

ბ) ობიექტურობა – დანახარჯთა მატარებლები (cost drivers) უნდა იყოს ობიექტური და გაზომვადი;

გ) გამჭვირვალობა – დანახარჯთა კალკულაციის გამოყენებით სხვადასხვა საქმიანობაზე გადანაწილებული დანახარჯები, უნდა იყოს შემადგენელ ნაწილებად განცალკევებული და დანახარჯების მთლიან მოცულობასთან შეჯერებული. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა უნდა მოამზადოს დანახარჯების გადანაწილების საფუძველების და პრინციპების დეტალური აღწერა;

დ) აუდირებულობა – სააღრიცხვო სისტემა უნდა იყოს ავტორიზებული პირის ფინანსურ ანგარიშგებასთან მარტივად შესადარებელი;

ე) შესაბამისობა – ანგარიშის შესადარისობის მიზნებისათვის, განცალკევებული აღრიცხვის კრიტერიუმები ყოველწლიურად უცვლელად უნდა გამოიყენებოდეს;

ვ) ნეიტრალურობა – განცალკევებულმა აღრიცხვამ უნდა ასახოს ავტორიზებული პირის ბიზნეს ერთეულებს შორის შიდა ტრანსფერების შედეგად წარმოქმნილი (Internal Transfer) შემოსავლები, ხარჯები და საბალანსო მუხლები გამოყოფილად;

ზ) საკმარისობა – დანახარჯთა აღრიცხვაში მოცემული ინფორმაცია უნდა იყოს საკმარისი განცალკევებული აღრიცხვის გამოყენების მიზნებისთვის;

თ) სუბსიდირების დაუშვებლობა – ერთი მომსახურების შემოსავალი და ხარჯი არ უნდა სუბსიდირდებოდეს სხვა მომსახურების შემოსავლიდან;

ი) შეჯერებულობა – დანახარჯთა აღრიცხვის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს და მათ შორის კავშირი უნდა იყოს განმარტებული.

თავი II

დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა

მუხლი 4. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის  ძირითადი დებულებებ

1. განცალკევებული აღრიცხვა არის სააღრიცხვო სისტემის, პოლიტიკის, პროცედურების და სხვა საშუალებების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ფინანსური ინფორმაციის მოსამზადებლად. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში უნდა იყოს ადვილად შედარებადი და ნათლად ასახავდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ფინანსურ პოზიციას და ბიზნესერთეულებზე  გაწეული ხარჯების და მიღებული შემოსავლების ურთიერთკავშირს. განცალკევებული აღრიცხვის მიზნებისათვის კომისია უფლებამოსილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი დაავალდებულოს წინამდებარე დებულებაში გათვალისწინებული წესების და მეთოდების გამოყენებით აწარმოოს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადება.

2. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ მომზადებულმა განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშმა უნდა უზრუნველყოს ავტორიზებული პირის ფინანსური ანგარიშგების ცალკეული ბიზნესერთეულების მიხედვით განცალკევება და თითოეული ბიზნეს ერთეულისათვის ძირითად დატვირთულ კაპიტალზე უკუგების დადგენა. ამ მიზნებისთვის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა უნდა განსაზღვროს თითოეული ბიზნესერთეულის შემოსავალი, დანახარჯი და საშუალო დატვირთული კაპიტალი.

3. შემოსავლებსა და დანახარჯებს შორის სხვაობა წარმოადგენს ცალკეული ბიზნესერთეულის, ან/და ქვე-ერთეულის უკუგებას, აღნიშნული უკუგების თანაფარდობა საშუალო დატვირთულ კაპიტალთან განსაზღვრას დატვირთულ კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტს. დატვირთული კაპიტალის საშუალო ოდენობა გამოიანგარიშება წლის დასაწყისში და წლის ბოლოს არსებული დატვირთული კაპიტალის საშუალო არითმეტიკულის საშუალებით, ხოლო უკუგების კოეფიციენტი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

I –  შემოსავალი

C –  საოპერაციო ხარჯი მათ შორის, ცვეთა

CE –  საშუალო დატვირთული კაპიტალი ;

4. თითოეული ბიზნეს ერთეულის დატვირთულ კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტის, კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებასთან (WACC) შედარებით შესაძლებელია დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის საცალო და საბითუმო საქმიანობების ჯვარედინი სუბსიდირება ან/და სხვა ანტიკონკურენციული ფასების არსებობა.

მუხლი 5. ბიზნესერთეულები

1. ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას მოიცავს. ესენია საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საბითუმო საქმიანობები.

2. ბიზნესერთეულების განსაზღვრისას მკაფიო ზღვარი უნდა გაევლოს ბოლო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასა (საცალო) და ქსელის ფუნქციონირებას (ქსელური საქმიანობას) შორის.

3. განცალკევებული აღრიცხვის მიზნებისათვის ავტორიზებული პირის სატელეკომუნიკაციო საქმიანობა უნდა დაიყოს, სულ მცირე, შემდეგ ერთეულებად:

ა) ძირითადი ქსელის ბიზნესერთეულად;

ბ) დაშვების ქსელის ბიზნესერთეულად;

გ) საცალო ბიზნესერთეულად;

დ) სხვა საქმიანობის ბიზნესერთეულებად. 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი ბიზნესერთეულები განცალკევების იმ მინიმალურ დონეს წარმოადგენს, რომლის წარმოდგენაც სპეციფიკური ვალდებულების მქონე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს ევალება. აღნიშნული ბიზნესერთეულების ფარგლებში  შემდგომი ქვებიზნესერთეულების  გამოყოფა უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების გათვალისწინებით. რეგულირებას დაქვემდებარებული საცალო მომსახურება სხვა საცალო მომსახურებისგან ცალკე უნდა გაიმოიყოს.

5. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშში ავტორიზებული პირის სხვა არა სატელეკომუნიკაციო საქმიანობების შესახებ ფინანსური ინფორმაციის დეტალური წარმოდგენა არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელია ფინანსური აღრიცხვის ინფორმაციის განცალკევებული აღრიცხვის მონაცემებთან შეჯერება ან/და შედარება.

6. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა სააღრიცხვო დოკუმენტში უნდა წარმოადგინოს ბიზნესერთეულების დეტალური ჩამონათვალი და მათი განმარტება.

მუხლი 6. შიდა ტრანსფერები

1. ბიზნესერთეულებს შორის განხორციელებული სატელეკომუნიკაციო ტრანზაქციების დანახარჯების და შემოსავლების აღრიცხვისთვის ავტორიზებულმა პირმა შიდა ტრანსფერული ფასები და დანახარჯები უნდა გამოიყენოს. შიდა ტრანსფერები სატელეკომუნიკაციო ქსელის ბიზნესერთეულებისთვის შემოსავლების გენერირების, ხოლო საცალო და სხვა ბიზნესერთეულებისთვის ხარჯების წარმოშობის წყაროს წარმოადგენს.

2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შიდა ტრანსფერული შემოსავლებისა და დანახარჯების მთლიანი ოდენობა თანხაში ქსელის ბიზნესერთეულის მიერ საცალო და სხვა ბიზნესერთეულისთვის გაწეული მომსახურების მოცულობის ტრანსფერულ ფასებზე გამრავლებით მიიღება.

3. ტრანსფერული ფასები შემდეგი ორი მეთოდის მიხედვით განისაზღვრება:

ა) საბაზრო ფასებზე დაფუძნებული ტრანსფერული ფასების მეთოდი – ამ მეთოდის მიხედვით ავტორიზებული პირის ცალკეულ ბიზნესერთეულებს შორის გარიგებები უნდა შედგეს ისეთი ფასით, როგორიც გამოყენებული იქნებოდა დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს შორის გარიგებისას; 

ბ) მომსახურების თვითღირებულებაზე დაფუძნებული ტრანსფერული ფასების მეთოდი, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი სხვა ავტორიზებული პირებისათვის აღნიშნული მომსახურების  მიწოდებას არ ახორციელებს.

4. მომსახურების თვითღირებულებაზე დაფუძნებული ტრანსფერული ფასების მეთოდის გამოყენებისას მომსახურების ღირებულება გამოიანგარიშება სრულად განაწილებული დანახარჯების მეთოდით, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალის ღირებულებას (WACC-ს).

მუხლი 7. სრულად განაწილებული დანახარჯების (FAC) მეთოდი

1. სრულად განაწილებული დანახარჯების მეთოდის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ გაწეული ყველა დანახარჯი, შემოსავალი და დატვირთული კაპიტალის ღირებულება მიზეზობრიობის პრინციპის საფუძველზე უნდა გადანაწილდეს შესაბამისი მომსახურების სახეებზე.

2. არსებობს პირდაპირ და არაპირდაპირ მიკუთვნებადი ხარჯები. პირდაპირ მიკუთვნებადი ხარჯი პირდაპირ და ცალსახად მიეკუთვნება შესაბამის მომსახურების სახეს. არაპირდაპირ მიკუთვნებადია ისეთი ხარჯი, რომელიც არ ხვდება პირდაპირ მიკუთვნებადი ხარჯის კატეგორიაში და წარმოიშობა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ს ძირითადი და დამხმარე საქმიანობების/პროცესების საფუძველზე. ასეთი საქმიანობა/პროცესი შეიძლება იყოს შესყიდვები, პერსონალის მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.

3. ხარჯები, რომლებიც მიზეზობრივად არ უკავშირდება რომელიმე მომსახურების სახეობას, ცალკე უნდა გამოიყოს გაუნაწილებელი ხარჯების კატეგორიაში.

4. დანახარჯები მიზეზობრიობის და ასევე სხვა პრინციპის დაცვით უნდა მიეკუთვნოს ცალკეული მომსახურების სახეების, ქსელის კომპონენტების, დაკავშირებულ ფუნქციების ან სხვა ფუნქციების დანახარჯების ერთეულებს:

ა) მომსახურების სახეები – დანახარჯთა ეს ერთეული მოიცავს იმ ხარჯებს, რომელთა დაკავშირებაც პირდაპირ შეიძლება ამა თუ იმ მომსახურებასთან. ტერმინი „მომსახურება“ გულისხმობს მომსახურებას, რომელიც გაეწია საბოლოო მომხმარებლებს მათ შორის აბონენტს ან/და ქსელთან დაშვების მომსახურების მიმღებს;

ბ) ქსელის ელემენტები – დანახარჯთა ეს ერთეული მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება მონაცემთა გადაცემის, მაუწყებლობის და  ასევე ქსელისა და სისტემების სხვა კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მომსახურების ერთდროულად მიწოდების უზრუნველსაყოფად;

გ) დაკავშირებული ფუნქციები – დანახარჯთა ეს ერთეული მოიცავს საცალო და საბითუმო მომსახურებების მიწოდებისთვის საჭირო ფუნქციების დანახარჯებს. ასეთი ფუნქციები საჭიროა აბონენტებისათვის ან საბოლოო მომხმარებლებისათვის მომსახურების გასაწევად (მაგ. ბილინგი, მომხმარებლების ტექნიკური მომსახურება);

დ) სხვა ფუნქციები – დანახარჯთა ეს ერთეული შეიცავს იმ საქმიანობებთან დაკავშირებულ დანახარჯებს, რომლებიც უკავშირდება არა კონკრეტულ მომსახურებას, არამედ ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც აუცილებელია კომპანიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად. ასეთი ხარჯების მაგალითია დაგეგმვის, ადმინისტრირების და ფინანსური ხარჯები.

5. მომსახურებებზე ხარჯების განაწილება შესაბამისი ფაქტორების გამოყენების საშუალებით უნდა განხორციელდეს. განაწილების დეტალური წესები და ეტაპები განსაზღვრული უნდა იყოს ავტორიზებული პირის სააღრიცხვო პოლიტიკაში.

6. განაწილების ფაქტორები უნდა განისაზღვროს მიზეზობრიობის პრინციპის საფუძველზე – ხარჯი უნდა მიეკუთვნოს კონკრეტულ ბიზნესერთეულს იმ საქმიანობების მიხედვით, რომელიც ამ ხარჯის წარმოქმნაში მონაწილეობს. ამის გათვალისწინებით, განაწილების ფაქტორები უნდა ეყრდნობოდეს:

ა) დამოუკიდებელ განაწილებას – შესაძლებლობა იმისა, რომ განისაზღვროს რაოდენობრივი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ხარჯის წარმოშობას. მაგ., ქსელის აღჭურვილობა უნდა განაწილდეს ბიზნესერთეულებზე იმ ძირთადი ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც განსაზღვრავს მის სიმძლავრეს (დატვირთვა ან აბონენტების/სერვისების რაოდენობა);

ბ) დამოკიდებულ განაწილებას – თუ შეუძლებელია განისაზღვროს ხარჯის განმაპირობებელი რაოდენობრივი ფაქტორი, მაშინ განაწილების ფაქტორი შეიძლება ეფუძნებოდეს სხვა დანახარჯების ან შემოსავლების შესახებ მონაცემებს. მიუხედავად ასეთი მიდგომისა, დამოკიდებული განაწილების ფაქტორების გამოყენებით განაწილებული ხარჯების მთლიანმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს ხარჯების მთლიანი ოდენობის 15 პროცენტს.

7. იმისათვის, რომ განისაზღვროს ქსელის ელემენტებზე მიკუთვნებული დანახარჯების მომსახურების სახეებზე გადანაწილების ფაქტორები აუცილებელია   ქსელის  ელემენტების მიერ გამოყენებული ხმოვანი და მონაცემების გადაცემის მომსახურებების მოცულობების საერთო საზომ ერთეულში გადაყვანა. ქსელის დატვირთვის (ტრაფიკის) გარდაქმნის ფაქტორები მოცემულია დანართი №1- ში.

მუხლი 8. ძირითადი დატვირთული კაპიტალის განაწილება

1. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის, გრძელვადიანი აქტივების ისტორიული ღირებულების მოდელით მომზადებისას ძირითადი დატვირთული კაპიტალის მთლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს შესაბამისი პერიოდისთვის ავტორიზებული პირის ბალანსზე არსებული მთლიან აქტივების (გუდვილის, კომპანიის შეძენის დროს წარმოშობილი არამატერიალური აქტივების, და გრძელვადიან დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრების გარდა) და  მიმდინარე ვალდებულებების სხვაობით. დატვირთული ძირითადი კაპიტალის გაანგარიშებაში მონაწილე ფულადი სახსრები არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე ვალდებულებებს.

2. საბრუნავი კაპიტალი გამოიანგარიშება, საანგარიშო პერიოდის დასაწყისში და ბოლოს არსებული სამუშაო კაპიტალის საშუალო არითმეტიკულის საშუალებით.

3. ძირითადი დატვირთული კაპიტალი მომსახურების სახეებზე უნდა გადანაწილდეს ქვემოთ მოცემული პრინციპების მიხედვით:

ა) ზოგიერთი ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები შეიძლება პირდაპირ მიეკუთვნოს კონკრეტულ საქმიანობას, მომსახურების სახეს ან ქსელის ელემენტებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი საშუალებები პირდაპირ არ უკავშირდება კონკრეტულ საქმიანობას  მომსახურების სახეს ან ქსელის ელემენტებს, ასეთი ძირითადი საშულებების მომსახურების სახეებზე მიკუთვნება უნდა მოხდეს ქსელის დატვირთვის (ტრაფიკის) გარდაქმნის ფაქტორების  მიხედვით. გარდაქმნის ფაქტორები მოცემულია დანართი №1- ში;

ბ) სასაქონლო მარაგები უნდა მიეკუთვნოს იმ მომსახურების სახეს, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი ან/და შეძენილი;

გ) სავაჭრო და სხვა მოთხოვნები უნდა მიეკუთვნოს მომსახურების იმ სახეს, რომლის მიწოდების შედეგადაც წარმოიშვა ეს მოთხოვნა;

დ) ფული და ფულადი ეკვივალენტები უნდა მიეკუთვნოს მომსახურების სახეებს საოპერაციო ან კაპიტალური დანახარჯების მოცულობების მიხედვით;

ე) სავაჭრო ვალდებულებები უნდა გადანაწილდეს მომსახურების სახეებზე ვალდებულების წარმოშობის მიზეზების შესაბამისად;

ვ) მოკლევადიანი სესხები უნდა გადანაწილდეს მომსახურების სახეებზე სესხის წარმოშობის მიზეზების მიხედვით.

4. გადანაწილების შედეგად მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების ჯამი (აქტივები აიღება პლიუს ნიშნით, ხოლო ვალდებულებები მინუს ნიშნით) ძირითადი დატვირთული კაპიტალის მთლიანი ოდენობის ტოლი უნდა იყოს.

მუხლი 9. გრძელვადიანი აქტივების  აღრიცხვის მოდელები     

1. წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განცალკევებული აღრიცხვის პრინციპების და მეთოდების საშუალებით დანახარჯების სხვადასხვა მომსახურების სახეებზე განაწილებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისტორიული ღირებულების (HCA) ან მიმდინარე ღირებულების (CCA) მოდელი.

2. ისტორიული დანახარჯების მოდელი არ ითვალისწინებს ძირითადი საშუალებების ფასების ცვლილებას.

3. ისტორიული ღირებულებით აღრიცხვის მეთოდის მიხედვით, აქტივების მთლიანი ღირებულება განისაზღვრება მისი პირვანდელი შესყიდვის ფასით. ცვეთა გამოიანგარიშება აქტივების მთლიან ღირებულებაზე დაყრდნობით, ხოლო აქტივების ნეტო ღირებულება გამოიანგარიშება მთლიანი ღირებულებიდან დარიცხული ცვეთის გამოკლებით.

4. მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვის მოდელი უზრუნველყოფს საანგარიშო პერიოდისთვის არსებული დანახარჯების რეალურ და საიმედო შეფასებას. კერძოდ, იგი ხარჯებს განიხილავს იმ მოცულობით, რომელსაც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი გასწევდა წარსულში, მიმდინარე ფასების და ტექნოლოგიის გათვალისწინებით. მოცემული მოდელი ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ძირითადი საშუალებების გადაფასებას მიმდინარე ღირებულებით, ხოლო ის აქტივები, რომელებიც უკვე აღარ არსებობენ ბაზარზე უნდა გადაფასდეს თანამედროვე ეკვივალენტით (MEA-Modern Equivalent Asset).

5. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის გრძელვადიანი აქტივების ისტორიული ან/და მიმდინარე ღირებულებით წარმოდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

მუხლი 10. აქტივების მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვა

1. აქტივის მიმდინარე ღირებულება მისი დეპრივაციული ღირებულების („deprival value“) საფუძველზე უნდა განისაზღვროს. აქტივის დეპრივაციული ღირებულება იმ დანაკარგის ტოლია, რომელსაც ავტორიზებული პირი იმ შემთხვევაში გასწევდა, თუ მას აღარ ექნება აღნიშნული აქტივი.

2. აქტივების მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვისთვის ავტორიზებულმა პირმა აქტივების ჩანაცვლების ღირებულების მეთოდით უნდა იხელმძღვანელოს. ამ მეთოდით სხვადასხვა ტიპის აქტივების შეფასება უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ ოთხ დადგენილ წესს:

ა) პირვანდელი ღირებულებით აღრიცხვა – პირვანდელი ღირებულებით აღრიცხვა ისეთი აქტივების ჯგუფებისთვის გამოიყენება, რომელთა ღირებულებაც შედარებით დაბალია და ექსპლუატაციის მოკლე ვადით ხასიათდება, ამასთან ასეთ აქტივებზე არ ვრცელდება ფასების მკვეთრი მერყეობა და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილებები;

ბ) აქტივების ფასების ინდექსაცია – აქტივების ფასების ინდექსაციის გამოყენება მიზანშეწონილია აქტივების ისეთი ჯგუფებისათვის, რომელთა ფასების  შესახებ სწორი ინფორმაცია არსებობს, ასეთი აქტივები ერთგვაროვანია (ჰომოგენური) ფასების ცვლილების თვალსაზრისით და ასეთ აქტივებზე არ ვრცელდება მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილებები. ამ მეთოდის თანახმად უნდა გადაფასდეს:  ტექნიკური მხარდაჭერის, სააღრიცხვო და  ქსელის მართვის სისტემები, საოფისე აღჭურვილობა და ინვენტარი,  კომპიუტერული ტექნიკა და სხვა აღჭურვილობა;  

გ) აქტივის დეტალური გადაფასება მიზანშეწონილია აქტივების ისეთი ჯგუფებისათვის, რომლებიც არ არის ერთგვაროვანი (ჰომოგენური) ფასის ცვლილების თვალსაზრისით, რომლებზეც ვრცელდება სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები და რომელთა ფასების შესახებ მონაცემები  საკმარისად არ მოიპოვება.  ამ მეთოდით უნდა გადაფასდეს: ქსელის აქტიური (მაგ., BTS/’NodeB, BSC, RNC, MSC/MGW, IP/MPLS, DSLAM/OLT, SDH/DWDM, ATM/Ethernet) და ელექტროუზრუნველყოფის აღჭურვილობები;

დ) აქტივების თანამედროვე ეკვივალენტი ღირებულება არის ძველი აქტივის, იმავე მომსახურების შესაძლებლობების მქონე, ახალი, ტექნიკურად უფრო თანამედროვე აქტივით, შეცვლის დანახარჯები (აქტივის ღირებულება). აქტივის ღირებულების თანამედროვე ეკვივალენტით განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მომსახურების ხარისხობრივი განსხვავებების და საოპერაციო ხარჯების ცვლილების ეფექტები.

მუხლი 11. დანახარჯების გაანგარიშება გრძელვადიანი აქტივების მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვისას

1. აქტივების მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვისას ძირითადი დატვირთული კაპიტალი, ავტორიზებული პირის კაპიტალის ფინანსური უზრუნველყოფის მოდელით უნდა იქნეს გაანგარიშებული. 

2. კაპიტალის ფინანსური უზრუნველყოფის მოდელი გულისხმობს კომპანიისთვის საჭირო იმ მოცულობის ფინანსური კაპიტალის ოდენობას, რომელიც საშუალებას  მისცემს კომპანიას გააგრძელოს ყოველდღიური საქმიანობების და ფუნქციების დაფინანსება. აღნიშნული მიზნებისთვის კაპიტალი ფინანსურად უზრუნველყოფილად ჩაითვლება, თუ აქციონერთა/მეპატრონეთა კაპიტალის მაჩვენებლები პერიოდის ბოლოსთვის შენარჩუნებული იქნება  იმავე დონეზე, რა დონეზეც ის იყო პერიოდის დასაწყისში. შესაბამისად, ფინანსური კაპიტალის უზრუნველყოფის მოდელის თანახმად, კომპანიის საანგარიშო პერიოდის მოგება გამოიანგარიშება საწყისი ფინანსური კაპიტალის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებისთვის საჭირო ანარიცხების გათვალიწინების შემდეგ. გრძელვადიანი აქტივების გადაფასებისას მათი ღირებულების გაზრდა ან შემცირება უნდა აისახოს კომპანიის საანგარიშო პერიოდის მოგება-ზარალის ანგარიშგებაში.

3. კაპიტალის ფინანსური უზრუნველყოფის მოდელის თანახმად, გრძელვადიანი აქტივების ცვეთა უნდა დაკორექტირდეს: ა) გრძელვადიანი აქტივის ფლობასთან დაკავშირებული მოგება-ზარალით, რომელიც წარმოიშობა კონკრეტული აქტივის  მიმდინარე ღირებულებით გადაფასებითა და ბ) გასული წლის აკუმულირებული ცვეთის თანხის გადაანგარიშებით, რომელიც აუცილებელია გასული პერიოდების აკუმულირებული ცვეთის თანხაში კორექტირებებისთვის. იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი ბალანსის შედგენის დღისთვის გადაფასებელი აქტივების მიმდინარე მთლიან ღირებულებას გაუტოლდეს.

4. ამ მუხლის მეორე პუნქტში მოცემული მოდელის თანახმად მომსახურებაზე დაწესებული ფასები იმგვარად უნდა დაკორექტირდეს, რომ მომსახურების მიწოდებიდან მიღებულმა მიზნობრივმა შემოსავალმა დაფაროს:

ა) საოპერაციო დანახარჯები;

ბ) გრძელვადიანი აქტივების წლიური ხარჯები, მათ შორის:

ბ.ა) მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვის მეთოდის მიხედვით გაანგარიშებული ცვეთის თანხა;

ბ.ბ) ცვეთის კორექტირება;

ბ.გ) კაპიტალის ღირებულება;

ბ.დ) გრძელვადიანი აქტივების ფლობასთან დაკავშირებული მოგება ან ზარალი.

5. მიზნობრივი შემოსავალი შემდეგი ფორმულით გამოითვლება:

სადაც:

R   მიზნობრივი შემოსავალი;

OPEX  – საოპერაციო ხარჯები (ცვეთის გარეშე);

DCCA – აქტივების მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვის ცვეთა;

BD   ცვეთის კორექტირება;

CCCCA    აქტივების მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვის შესაბამისი კაპიტალის ღირებულება;

HL/L   – გრძელვადიანი აქტივების ფლობასთან დაკავშირებული მოგება-ზარალი.

6. გრძელვადიანი აქტივების მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვისას ცვეთის თანხა შემდეგი ფორმულით გამოიანგარიშება:

სადაც:

GRCt  გრძელვადიანი აქტივის ჩანაცვლების ღირებულებაა, სააღრიცხვო პერიოდის ბოლოს;

GBVt  გრძელვადიანი აქტივის საბალანსო ღირებულებაა, სააღრიცხვო პერიოდის ბოლოს;

DHCAt  ისტორიული/პირვანდელი ღირებულების საფუძველზე დარიცხული ცვეთის თანხა.

7. გრძელვადიანი აქტივების მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვისას ცვეთის  კორექტირების თანხა  შეადგენს  აქტივის მიმდინარე და ისტორიული ღირებულებების საფუძველზე დარიცხული ცვეთის თანხებს შორის სხვაობას. ცვეთის კორექტირება გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

GRCt-1  გრძელვადიანი აქტივის ჩანაცვლების ღირებულებაა, სააღრიცხვო პერიოდის დასაწყისში;

CADt-1 – აქტივის მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვისას აკუმულირებული ცვეთის თანხა პერიოდის დასაწყისში;

NRCt-1  აქტივის ნეტო ჩანაცვლების ღირებულება პერიოდის დასაწყისში.

8. გრძელვადიანი აქტივის გადაფასების შედეგად მიღებული აქტივის ფლობასთან დაკავშირებული მოგება-ზარალის მთლიანი ოდენობა საანგარიშო პერიოდის ბოლოს აქტივის მთლიანი ჩანაცვლების ღირებულებასა  და პერიოდის დასაწყისში მთლიანი ჩანაცვლების ღირებულებას შორის სხვაობის ტოლია. აღნიშნულ სხვაობაში არ გაითვალისწინება აქტივის მთლიანი  ჩანაცვლების ღირებულების ის ზრდა, რომელიც გამოწვეულია აქტივების რაოდენობის  ზრდით ან/და შემცირებით. აქტივის ფლობასთან დაკავშირებული მოგება-ზარალის თანხა  შემდეგი ფორმულით გამოიანგარიშება:

GRCt-1  გრძელვადიანი აქტივის ჩანაცვლების ღირებულებაა, სააღრიცხვო პერიოდის დასაწყისში.

გრძელვადიანი აქტივების მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვისას კაპიტალის ღირებულება, შემდეგი ფორმულით გამოითვლება:

სადაც:

CCCCA  კაპიტალის  ღირებულება მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვისას

NRCt – წლიური საშუალო წმინდა ჩანაცვლების დანახარჯი

WCt – წლიური საშუალო საბრუნავი კაპიტალი

WACC – კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება

საბრუნავი კაპიტალი გამოიანგარიშება, საანგარიშო პერიოდის დასაწყისში და ბოლოს არსებული სამუშაო კაპიტალის საშუალო არითმეტიკულის საშუალებით.

მუხლი 12. ძირითადი საშუალებების (აქტივების) აღრიცხვა და მომსახურების ვადა

1. თითოეული აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადა გამოიყენება ცვეთისა და ამორტიზაციის გასაანგარიშებლად. თუ აქტივის საბალანსო ღირებულება შეიცვალა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა უნდა გადაიანგარიშოს ცვეთა  და ამორტიზაცია უკვე დარიცხული ცვეთის და ამორტიზაციის გათვალისწინებით.

2. ყველა ის აქტივი, რომლის ხარჯიც ექვემდებარება მოსახურების სახეებზე განაწილებას, უნდა იყოს ექსპლუატაციაში, ინვენტარიზირებული და აღრიცხული ბუღალტრულად. ამის დასადასტურებლად კომისიამ შეიძლება მოსთხოვოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს  დამოუკიდებელი აუდიტორის დასტური.

3. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაადგინოს ძირითადი საშუალებების ცვეთის ვადა და მეთოდი.

მუხლი 13. სააღრიცხვო პოლიტიკა

1. სააღრიცხვო პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენდეს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების საფუძველს.  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა მოამზადოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებაში გამოყენებული მონაცემები, ინფორმაცია, განაწილების მეთოდები და ახსნა-განმარტებები საკმარისად გამჭვირვალე იყოს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომხმარებლისათვის.

2. სააღრიცხვო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა შედგებოდეს:

ა) აღრიცხვის პრინციპებისგან, რომელიც უნდა მოიცავდეს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადებისას გამოყენებული დანახარჯებისა და შემოსავლების მიკუთვნების მეთოდებს, ტრანსფერული ფასების დადგენის მოდელებს და კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის პრინციპებს;

ბ) ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისგან, რომელიც უნდა მოიცავდეს ბაზრის სეგმენტების სიას შესაბამისი მომსახურებების ჩამონათვალით;

გ) მიკუთვნების მეთოდისგან, რომელშიც უნდა აღიწეროს მიკუთვნების ის მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება დანახარჯების, შემოსავლების, აქტივებისა და ვალდებულებების  პროდუქტებზე/მომსახურებებზე განაწილებისთვის;

დ) ტრანსფერული ფასების დადგენის წესისგან, სადაც უნდა აღიწეროს ტრანსფერულ ფასების წარმოქმნის საფუძველი. დოკუმენტის ამ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული სატრანსფერო ფასის წყარო და გაანგარიშების მეთოდი;

ე) პირვანდელი ღირებულებით აღრიცხვის პოლიტიკისგან, სადაც უნდა აღიწეროს პირვანდელი ღირებულებით აღრიცხვის საფუძვლები და პრინციპები;

ვ) მიმდინარე ღირებულებით შეფასების მეთოდებისაგან (აუცილებელია მხოლოდ გრძელვადიანი აქტივების  მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვის დროს) – რომელიც  უნდა შეიცავდეს მიმდინარე ღირებულებით ფინანსური ანგარიშგებების მომზადების საფუძველს;

ზ) გაანგარიშების მოდელის აღწერისგან, რომელიც უნდა მოიცავდეს  განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების კალკულაციის მოდელის აღწერას. მათ შორის, დანახარჯების, შემოსავლების, აქტივების და ვალდებულებების  მომსახურების სახეებზე ეტაპობრივად გადანაწილების და გაანგარიშების შესაბამის განმარტებებს;

თ) მოდელში გამოყენებული ტექნიკური პარამეტრების აღწერისაგან (მაგ. მარშრუტირების ფაქტორები, ტექნიკური სტანდარტები, მომსახურების მოცულობის წყაროები, ქსელის სტატისტიკა).

3. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა სააღრიცხვო პოლიტიკის დოკუმენტის ორი ვერსია უნდა მოამზადოს: ა) კონფიდენციალური – კომისიის მიერ შემოწმებისა და დადასტურებისათვის და ბ) არაკონფიდენციალური/საჯარო – განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებასთან ერთად გამოქვეყნების მიზნებისათვის.

4. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა მის მიერ მომზადებული სააღრიცხვო პოლიტიკა კომისიას უნდა წარუდგინოს გადასამოწმებლად, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს 8 თვით ადრე. კომისია უფლებამოსილია სააღრიცხვო პოლიტიკის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში მოითხოვოს აღნიშნულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა სააღრიცხვო პოლიტიკაში შესატანი ცვლილებები უნდა შეუთანხმოს კომისიას და წარმოადგინოს ამ დოკუმენტის საბოლოო ვერსია კომისიის  მიერ აღნიშნულ დოკუმენტში ცვლილებების მოთხოვნიდან ორ თვეში.

5. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ყოველწლიურად ფინანსური წლის დასრულებიდან 4 თვეში უნდა გამოაქვეყნოს სააღრიცხვო პოლიტიკის საჯარო (გამოსაქვეყნებელი) ვერსია. 

მუხლი 14. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში.

2. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორმა განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადებისას ასევე უნდა იხელმძღვანელოს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით და საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული პრაქტიკით, რომელიც ვრცელდება საქართველოში მოქმედ საწარმოებზე.

3. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა,  კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა  და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში.

4. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის ცვლილება, რომელიც შევიდა  სააღრიცხვო პოლიტიკაში  და  განცალკევებული აღრიცხვის მომზადების მეთოდოლოგიაში, რომლის გამოც განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის რომელიმე მონაცემი 5 პროცენტზე უფრო მეტით შეიცვალა, იმ მონაცემთან შედარებით, რომელიც წარედგინებოდა ასეთი ცვლილების არარსებობის შემთხვევაში კომისიას.

5. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში თითოეული ბიზნესერთეულისა და ქვე ერთეულისთვის შემდეგ ფინანსური უწყისებისგან უნდა შედგებოდეს:

ა) მოგება-ზარალის ანგარიში;

ბ) საშუალო დატვირთული კაპიტალის ანგარიში;

გ) დატვირთული საშუალო კაპიტალზე უკუგების (ROCE) გაანგარიშების უწყისი.

6. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის ფორმატი უნდა იძლეოდეს მასში წარმოდგენილი მონაცემების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მონაცემებთან სრულად შეჯერების საშუალებას.

7. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში წლიდან წლამდე თანმიმდევრულად უნდა მომზადდეს. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების პრინციპებში, მათ შორის, დანახარჯების მიკუთვნების მეთოდებში ან ანგარიშში ფინანსური ინფორმაციის პრეზენტაცია-წარმოდგენაში ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც გავლენა ექნება წინა წლის ბიზნესერთეულების ფინანსურ უწყისებზე, იწვევს წინა წლის მონაცემების გადაანგარიშების აუცილებლობას. თუ რაიმე მიზეზით წინა წლის რიცხვების გადაანგარიშება შეუძლებელია, მაშინ ეს მკაფიოდ უნდა განიმარტოს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის დოკუმენტში.

8. ყოველწლიური აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში უნდა მოიცავდეს:

ა) შესავალს;

ბ) ავტორიზებული პირის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის განაცხადს;

გ) გარე აუდიტორის მოსაზრებას/დასკვნა;

დ) დანართი №2-ის მიხედვით მომზადებულ მოგება-ზარალის ანგარიშგებებს;

ე) დანართი №2-ის მიხედვით მომზადებულ დატვირთული კაპიტალის უწყისებს;

ვ) დანართი №2-ის მიხედვით მომზადებულ შეჯერების ანგარიშებს;

ზ) დანართი №2-ის მიხედვით მომზადებულ ტრანსფერული ფასების უწყისებს;

თ) დანართი №2-ის ძირითად დატვირთულ კაპიტალზე უკუგების ანგარიშებს;

ი) ახსნა-განმარტებით შენიშვნებს;

კ) სხვა დამხმარე ცხრილებს.

9. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, ამ დადგენილების მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსოლია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის  მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები.

მუხლი 15. აუდიტი

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უნდა უზრუნველყოს კომისიის მიერ მასზე გადაწყვეტილებით დაკისრებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშის აუდიტორული შემოწმება და აღნიშნული ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.

2. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა კომისიას წერილობით უნდა აცნობოს შერჩეული აუდიტორის თაობაზე 28 დღით ადრე, სანამ აუდიტორი შემოწმებას  შეუდგება.

3. იმ შემთხვევაში, თუ შერჩეულ აუდიტორს არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია, მაშინ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა უნდა შეარჩიოს სხვა ალტერნატიული აუდიტორი, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია გააჩნია.

4. კომისიის მოთხოვნისას აუდიტორი ვალდებულია განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშის ან/და მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის აუდიტთან დაკავშირებით კომისიას წარუდგინოს ახსნა-განმარტებები და მიიღოს მონაწილეობა განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშთან დაკავშირებულ შეხვედრებში.

თავი III

მომსახურების ტარიფის და დანახარჯების გაანგარიშება

მუხლი 16. მომსახურების ტარიფის და დანახარჯების გაანაგარიშების დამტკიცება და გამოქვეყნება

1. ამ თავის დებულებები გამოიყენება:

ა) კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების დაკისრებისას, მათ შორის, ტარიფის ან/და ზედა ზღვრული ტარიფის დადგენისას;

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ კომისიის მიერ დადგენილი მომსახურების ტარიფისა ან/და ზედა ზღვრული ტარიფის გადახედვის მოთხოვნისას;

გ) ავტორიზებული პირის მიერ მომსახურების დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფით გაწევის ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად.

2. კომისია უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ ბაზრის შესაბამისი სეგმენტისთვის განსაზღვროს ავტორიზებული პირის მიერ მოსამზადებელი მომსახურების დანახარჯთა და ტარიფის გაანგარიშების (შემდგომში „კალკულაციის მოდელი“) მეთოდი. კალკულაციის მოდელის განსაზღვრისას მომავალი თაობის ქსელებში ინვესტიციების წახალისების მიზნით, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს ოპერატორის მიერ ქსელებში განხორციელებული ინვესტიციების, მათ შორის, ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის დამახასიათებელი რისკები და უზრუნველყოს ავტორიზებული პირის შესაბამის დატვირთულ კაპიტალზე გონივრული უკუგების მიღების შესაძლებლობა.

3. ამ დებულებით განსაზღვრული მომსახურების დანახარჯთა და ტარიფის გაანგარიშების პრინციპების, კრიტერიუმების და სხვა მოთხოვნების საფუძველზე, ავტორიზებული პირი მის მიერ შედგენილ მომსახურების დანახარჯთა და ტარიფის კალკულაციის მოდელის პროექტს და კალკულაციის მოდელის დეტალურ აღწერას წარუდგენს კომისიას გადასამოწმებლად კომისიის მოთხოვნიდან 2 თვეში.

4. თუ ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილი კალკულაციის მოდელის პროექტი შეესაბამება ამ დებულების მოთხოვნებს, კომისია წერილობით უდასტურებს ავტორიზებულ პირს მომსახურების ტარიფისა და დანახარჯთა კალკულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას და განუსაზღვრავს კალკულაციის  მოდელის მომზადების ვადას. იმ შემთხვევაში, თუ კალკულაციის მოდელის პროექტი არ შეესაბამება დებულების მოთხოვნებს, ავტორიზებულმა პირმა კალკულაციის მოდელის პროექტში შესატანი ცვლილებები უნდა შეუთანხმოს კომისიას და წარმოადგინოს კალკულაციის მოდელის  პროექტის საბოლოო ვერსია კომისიის მიერ ცვლილებების მოთხოვნიდან ერთ თვეში.

5. კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, ავტორიზებული პირმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის აუდიტორული შემოწმება. აუდიტორის უარყოფითი (კვალიფიციური) დასკვნის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ახალი კალკულაციის მომზადება.

6. კომისია უფლებამოსილია დამოუკიდებელ აუდიტორს ავტორიზებული პირის მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის აუდიტორული შემოწმებისთვის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა.

7. კომისია უფლებამოსილია დამატებით ჩაატაროს წარმოდგენილი კალკულაციის შემოწმება.

8. მომსახურების დანახარჯთა კალკულაცია გამოყენებული მეთოდის შესაბამისად უნდა მოიცავდეს ხარჯების მიკუთვნების ახსნა-განმარტებებს, რომელიც აღწერს ქსელის ელემენტებზე და საქმიანობებზე  ხარჯების და  აქტივების მიკუთვნების პრინციპებს.

9. ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილი მომსახურების დანახარჯთა კალკულაციას თან უნდა დაერთოს:

ა) ხარჯების განაწილების კრიტერიუმების დასაბუთებული აღწერა;

ბ) გრძელვადიანი აქტივების სია, მათ შორის იმ ქსელის ელემენტების აღწერა, რომლებიც მონაწილეობენ მომახურების მიწოდებაში;

გ) კალკულაციის მოდელის დეტალური აღწერა ფინანსური და არაფინანსური მონაცემების მითითებით;

დ) აუდიტის დასკვნა, თუ ასეთი მოთხოვნილია კომისიის მიერ;

ე) შემოსავლებისა და დანახარჯების განაწილების დეტალური აღწერა.

მუხლი 17. მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის მეთოდები

მომსახურების დანახარჯთა კალკულაციისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

ა) სრულიად განაწილებული დანახარჯები (Fully Distributed Costs – FDC);

ბ) მომსახურების იზოლირებული მიწოდების ხარჯები (Stand Alone Costs – SAC);

გ) ზღვრული დანახარჯები (Marginal Costs – MC);

დ) მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯები (Long Run Incremental Costs – LRIC);

ე) საცალო ფასს მინუს დისკონტი (Retail Minus).

მუხლი 18. სრულად განაწილებული დანახარჯების  (FDC) გაანგარიშების მეთოდი

1. სრულად განაწილებული დანახარჯების (FDC) მეთოდი წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის საოპერაციო საქმიანობის დანახარჯების სრულ განაწილებას. გასანაწილებელი ხარჯები  პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული მომსახურების გაწევასთან. საოპერაციო დანახარჯები სხვა ხარჯებთან ერთად მოიცავს მომსახურებასთან დაკავშირებულ გრძელვადიანი აქტივების (ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივების) ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯს. სრულად განაწილებული დანახარჯების მეთოდი მოითხოვს მიზეზობრიობის პრინციპის დაცვას. ხარჯები  უნდა  მიეკუთვნოს  სწორედ იმ მომსახურებას, რომლის გამოც გაიწია  დანახარჯი.

2. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის მოდელი უნდა ააგოს შემდეგი ეტაპების მიხედვით:

ა) პირველი ეტაპი  –  პირველ  ეტაპზე დანახარჯები საბუღალტრო აღრიცხვის სისტემიდან  უნდა დაჯგუფდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის  საქმიანობების მიხედვით და დაიყოს საოპერაციო და კაპიტალურ ხარჯებად;

ბ) მეორე ეტაპი – მეორე ეტაპზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა დანახარჯები მიზეზობრიობის პრინციპის დაცვით უნდა მიაკუთვნოს ცალკეული მომსახურების სახეების, ქსელის კომპონენტების, დაკავშირებულ ფუნქციების ან სხვა ფუნქციების დანახარჯების ერთეულებს;

ბ.ა) მომსახურების სახეები – ეს ერთეული მოიცავს ხარჯებს, რომელთა დაკავშირებაც პირდაპირ შეიძლება ამა თუ იმ მომსახურებასთან. ტერმინი „მომსახურება“ გულისხმობს მომსახურებას, რომელიც გაეწია საბოლოო მომხმარებლებს (მათ შორის, აბონენტებს) და ქსელთან დაშვების მიმღებს;

ბ.ბ) ქსელის ელემენტები – ეს ერთეული მოიცავს ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება მონაცემთა გადაცემის, მაუწყებლობის და ქსელისა და სისტემების სხვა კომპონენტებს. ქსელის ასეთი ხარჯები ნაწილდება ქსელის ისეთ ელემენტებზე, რომლებიც პირდაპირ არ მიეკუთვნება რომელიმე მომსახურებას, რადგან გამოიყენება  სხვადასხვა მომსახურების ერთდროულად მიწოდების  უზრუნველსაყოფად;

ბ.გ) დაკავშირებული ფუნქციები – ეს ერთეული მოიცავს საცალო და საბითუმო მომსახურებების მიწოდებისთვის საჭირო ფუნქციების დანახარჯებს, ასეთი ფუნქციები საჭიროა აბონენტებისათვის ან საბოლოო მომხმარებლებისათვის მომსახურების გასაწევად (მაგ. ბილინგი, მომხმარებლების ტექნიკური მომსახურება);

ბ.დ) სხვა ფუნქციები – ეს ერთეული შეიცავს იმ საქმიანობებთან დაკავშირებულ დანახარჯებს, რომლებიც უკავშირდება არა კონკრეტულ მომსახურებას, არამედ ისეთ მნიშვნელოვან საქმიანობას/ფუნქციას, რომელიც აუცილებელია კომპანიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად. ასეთი ხარჯების მაგალითია დაგეგმვის, ადმინისტრირებისა და ფინანსური ხარჯები;

ბ.ე) მეორე ეტაპზე ის ხარჯები, რომლებიც მიზეზობრივად არ უკავშირდება არც ერთ მომსახურებას, ცალკე უნდა გამოიყოს გაუნაწილებელი ხარჯების კატეგორიაში. ასეთი ხარჯების კატეგორიას მიეკუთვნება: სესხზე დარიცხული პროცენტები, გადასახადები, სხვადასხვა სარეზერვო ანარიცხების ხარჯები ან/და სხვა  არასაოპერაციო ხარჯები;

ბ.ვ) ქსელის ელემენტების, დაკავშირებული ფუნქციების და სხვა ფუნქციების ერთეულებზე მიკუთვნებული დანახარჯების მომსახურებებზე განაწილება შესაბამისი ფაქტორების გამოყენების საშუალებით უნდა განხორციელდეს. თუ შეუძლებელია ხარჯის განმაპირობებელი რაოდენობრივი ფაქტორის განსაზღვრა, მაშინ განაწილების ფაქტორი შეიძლება ეფუძნებოდეს სხვა დანახარჯების ან შემოსავლების შესახებ მონაცემებს. რაოდენობრივი ფაქტორების გამოყენების გარეშე განაწილებული ხარჯების მთლიანმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს ხარჯების მთლიანი ოდენობის 15 პროცენტს.

გ) მესამე ეტაპი – ამ ეტაპზე უნდა მოხდეს კაპიტალური დანახარჯების გაანგარიშება. კაპიტალური დანახარჯების  გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

CAPEX = (გრძელვადიანი აქტივის  ღირებულებას – აკუმულირებული ცვეთა) x WACC

აქტივი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები, რომლებიც აუცილებელია მომსახურების მისაწოდებლად;

დ) მეოთხე ეტაპი – ამ ეტაპზე გამოიანგარიშება მომსახურების  ღირებულება. აქ უნდა მოხდეს წინა სამი ეტაპის შეჯამება, რაც მოიცავს პირველ და მეორე ეტაპზე მიღებული მომსახურების სახეების და  საქმიანობების ჯამურ დანახარჯებს, მესამე ეტაპზე მოცემული კრიტერიუმებით მიღებულ კაპიტალურ დანახარჯებს. საბოლოო შედეგი უნდა გაიყოს მომსახურების ფაქტობრივ ოდენობაზე ან რესურსების მოცულობაზე.

3. თითოეული აქტივის მომსახურების ვადა გამოიყენება ცვეთის და ამორტიზაციის გამოსათვლელად. თუ აქტივის ღირებულება შეიცვალა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა უნდა გადაიანგარიშოს ცვეთა და ამორტიზაცია უკვე დარიცხული ცვეთის და ამორტიზაციის გათვალისწინებით.

4. ყველა ის აქტივი, რომლის ხარჯიც ექვემდებარება მომსახურების სახეებზე განაწილებას უნდა იყოს ექსპლუატაციაში (მოჰქონდეს ეკონომიკური სარგებელი და არ უნდა იყოს დასაწყობებული), ინვენტარიზირებული და აღრიცხული ბუღალტრულად. ამის დასადასტურებლად კომისიამ შეიძლება მოსთხოვოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს დამოუკიდებელი აუდიტორის დასტურის უზრუნველყოფა.

5. კომისია უფლებამოსილია ძირითადი საშუალებების ცვეთის ვადა და მეთოდი დადგინოს კომისიის გადაწყვეტილებით.

6. იმისათვის, რომ განისაზღვროს ქსელის ელემენტებზე მიკუთვნებული დანახარჯების მომსახურების სახეებზე გადანაწილების ფაქტორები, აუცილებელია ქსელის ელემენტების მიერ გამოყენებული ხმოვანი და მონაცემების გადაცემის მომსახურებების მოცულობების საერთო საზომ ერთეულში გადაყვანა. ქსელის დატვირთვის (ტრაფიკის) გარდაქმნის ფაქტორები მოცემულია დანართ №1-ში.

მუხლი 19. მომსახურების  იზოლირებული მიწოდების ხარჯები

მომსახურების იზოლირებული მიწოდების ხარჯების (SAC) მეთოდი არის დანახარჯთა კალკულაციის ისეთი მეთოდი, რომელიც აღრიცხავს კონკრეტული მომსახურების მიწოდების ხარჯებს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სხვა მომსახურების მიწოდებისგან იზოლირებულად. მოცემული მეთოდის მიხედვით, მომსახურების დანახარჯები შედგება ყველა იმ პირდაპირი და გასანაწილებელი არაპირდაპირი ხარჯების კატეგორიებისგან, რომელიც დაკავშირებულია მომსახურების მიწოდებასთან. შესაბამისად, ის მოიცავს პირდაპირ ცვლად ხარჯებს, პირდაპირ მუდმივ დანახარჯებს, საერთო და ერთობლივ დანახარჯებს. მომსახურების იზოლირებული მიწოდების ხარჯების მეთოდის გამოყენებისას გასანაწილებელი არაპირდაპირი ხარჯები სრულიად მიკუთვნება მოცემულ მომსახურებას.

მუხლი 20. ზღვრული დანახარჯები

ზღვრული დანახარჯების (MC) მეთოდი ითვალისწინებს მხოლოდ მომსახურების მიწოდების მოცულობის ერთი ერთეულით გაზრდით გამოწვეული დანახარჯების ცვლილებას. შესაბამისად, ამ მეთოდის გამოყენებისას ზღვრული დანახარჯები შედგება მხოლოდ პირდაპირი ცვლადი ხარჯებისგან და არ ითვალისწინებს ერთობლივ და საერთო (ზედნადებ) ხარჯებს. ერთობლივი და საერთო ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს მომსახურების ტარიფში მარჟის (ფასნამატის) გათვალისწინების საშუალებით. 

მუხლი 21. საცალო ფასს მინუს დისკონტი (Retail Minus)

საბითუმო მომსახურების ტარიფის, საცალო ფასს მინუს დისკონტით დადგენისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სხვა ავტორიზებული პირისთვის გასაწევი მომსახურების ტარიფი საცალო მომსახურების ფასებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. საცალო ფასების დისკონტი განისაზღვრება, როგორც მომსახურების რეალიზაციის დანახარჯებსა და საცალო ფასებს შორის თანაფარდობა პროცენტებში. საბითუმო მომსახურებაზე ტარიფის ან/და ზღვრული ტარიფის დადგენისას საცალო ფასს აკლდება აღნიშნული დისკონტი.

მუხლი 22. მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯები

1. მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (LRIC) მეთოდი აღრიცხავს მომსახურების მიწოდების მოცულობის ცვლილებით გამოწვეულ ნაზარდ ხარჯებს.

2. მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯები არის:

ა) დამატებითი დანახარჯები, რომელიც უნდა გასწიოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული მომსახურების სრულად მისაწოდებლად იმ დაშვებით, რომ სხვა მომსახურებების მიწოდების მოცულობები უცვლელია;

ბ) დანახარჯები, რომელსაც კომპანია თავიდან აირიდებდა (აიცილებდა) მოცემული მომსახურების მიწოდების შეწყვეტისას.

3. გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯები უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურების მოცულობის განსაზღვრული ნაზარდის/ნამატის მიწოდებასთან.

4. გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯები LRIC მოდელის მიხედვით დანახარჯების განაწილების საფუძველს, დანახარჯების მომსახურების მიწოდების მოცულობასთან ურთიერთკავშირის ანალიზი (Cost Volume Relationshio – CVR) წარმოადგენს.

5. LRIC-ით მომსახურების დანახარჯების კალკულაციის მიზნებისათვის კაპიტალური დანახარჯი გამოიანგარიშება ფორმულით:

CAPEX = (აქტივის  ღირებულებას – აკუმულირებული ცვეთა) x WACC.

6. წინამდებარე დებულების ამ მუხლის მეხუთე პუნქტის ფორმულაში გრძელვადიანი აქტივი შეიძლება იყოს მხოლოდ  ის ძირითადი საშუალებები, რომლებიც აუცილებელია მომსახურების მისაწოდებლად.

7. LRIC-ით მომსახურების დანახარჯების კალკულაციის მიზნებისათვის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ცვეთა უნდა იანგარიშოს მუდმივი ანუიტეტის (Constant Annuity) მეთოდით. მუდმივი ანუიტეტი იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც, n აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადაა.

8. მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის LRIC მეთოდი წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების კალკულაციის საერთო კონცეფციას. ამ მუხლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებში მოცემულია LRIC მეთოდის სხვადასხვა სახეობები.

9. „pure LRIC” წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების მეთოდს, რომელიც არ ითვალისწინებს საერთო (ზედნადებ) დანახარჯებს.

10. „LRAIC“ წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი საშუალო დანახარჯების მეთოდს, სადაც მომსახურების ნაზრდი მოცულობის დანახარჯები ნაწილდება გაწეული მომსახურების საშუალო მოცულობაზე.

11.  „LRIC+“ წარმოადგენს ფასნამატიან „LRIC“-ის მოდელს. „LRIC+“-ის მოდელში ფასნამატის სახით მომსახურების ტარიფს ემატება, ნაზარდი მოცულობის ყველა ცვლადი და მუდმივი საერთო (ზედნადები) დანახარჯები.

12. „LRAIC+“ წარმოადგენს ფასნამატიან „LRAIC-ის“ მოდელს. „LRAIC+“-ის მოდელში ფასნამატის სახით მომსახურების ტარიფს ემატება, ნაზრდი მოცულობის ყველა ცვლადი და მუდმივი საერთო (ზედნადები) დანახარჯები.

13. მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების კალკულაციის მოდელის შედგენის ორი მეთოდი არსებობს:

ა) ე. წ. „თოპ დაუნ“ (top-down LRIC – td LRIC) მეთოდი. ამ მეთოდის  მიხედვით გაანგარიშება იწყება კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერებით, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების LRIC კალკულაციის პრინციპების და შესაბამისი მეთოდოლოგიური წესების გამოყენებით მიიღება მომსახურების ტარიფი;

ბ) ე. წ. „ბოთომ აპ“ (bottom-up LRIC – bu LRIC) მეთოდი. ამ მეთოდის მიხედვით საწყის ეტაპზე უნდა განისაზღვროს მომსახურების მოსალოდნელი მოთხოვნა. მოთხოვნაში გაითვალისწინება მთლიანი ტრაფიკი, როგორც სააბონენტო, ასევე საბითუმო. მიღებული მთლიანი მოთხოვნის საფუძველზე უნდა აიგოს ეფექტური ქსელის მოდელი. მიღებული ქსელის მოდელისთვის უნდა დადგინდეს ქსელის ელემენტები და შეფასდეს მათი ღირებულებები ასევე უნდა მოხდეს ქსელთან  დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშება.

მუხლი 23. „td LRIC“ მოდელის შედგენის  ეტაპები

მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა „td LRIC“ მოდელი უნდა ააგოს შემდეგი ეტაპების მიხედვით:

ა) პირველი ეტაპი – პირველ ეტაპზე დანახარჯები საბუღალტრო აღრიცხვის სისტემიდან უნდა დაჯგუფდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის საქმიანობების მიხედვით და დაიყოს საოპარაციო და კაპიტალურ ხარჯებად;

ბ) მეორე ეტაპი – მეორე ეტაპზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ხარჯები უნდა გაანაწილოს მომსახურების სახეებზე. ამისათვის ხარჯები თავიდანვე უნდა დაჯგუფდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის საქმიანობების მიხედვით. მაგალითად, ქსელთან დაკავშირებული საქმიანობები, კომერციული საქმიანობები (რეალიზაცია, მარკეტინგი, ფულის ამოღება, მომხმარებლების ლოიალურობის პროგრამები და სხვა ), დამხმარე პროცესები (ბილინგი, ფინანსები, შესყიდვები, პერსონალის მართვა და სხვა) და სხვა საქმიანობები;

ბ.ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა უნდა მოახდინოს იმ ხარჯების და შემოსავლების შეჯერება და ცალკე გამოყოფა, რომლებიც ერთდროულად წარმოიშობიან. მაგალითად, შემოსავალი მობილური აპარატების რეალიზაციიდან და მობილური აპარატების თვითღირებულების ხარჯი;

ბ.ბ) მომსახურების სახეებზე ხარჯები უნდა განაწილდეს დანახარჯთა მატარებლების მიხედვით;

ბ.გ) დანახარჯთა ცენტრები არის ერთნაირი შინაარსიის და ხასიათის ხარჯების შემკრები. „td LRIC“ მოდელი უნდა შეიცავდეს სულ მცირე დანახარჯთა ცენტრის სამ კატეგორიას: ქსელის ელემენტების დანახარჯთა ცენტრი, მომსახურების სახეებზე პირდაპირ მიკუთვნებადი დანახარჯთა ცენტრი და მომსახურების სახეებზე არაპირდაპირ მიკუთვნებადი დანახარჯთა ცენტრი;

ბ.გ.ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკური საქმიანობებიდან გამომდინარე, ქსელი და შესაბამისი დანახარჯთა ცენტრები შეიძლება დაიყოს შემდეგ ქვეჯგუფებად: სახაზო საკაბელო ქსელი, საკომუტაციო მოწყობილობები, ტრაფიკის ტრანსპორტირების საშუალებები და დამატებითი შემოსავლების მიღების ფუნქციონალური საშუალებები;

ბ.გ.ბ) მომსახურების სახეებზე პირდაპირ მიკუთვნებადი დანახარჯთა ცენტრი უნდა შედგებოდეს იმ ხარჯებისგან, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საბოლოო მომსახურების მიწოდებასთან;

ბ.გ.გ) მომსახურების სახეებზე არაპირდაპირ მისაკუთვნებელი დანახარჯების ცენტრი უნდა შედგებოდეს იმ ხარჯებისგან, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდებიან  მომსახურების მიწოდების პროცესს. იმის გამო, რომ არაპირდაპირ მიკუთვნებადი დანახარჯების განაწილება მიზეზობრიობის და მიზნობრიობის საფუძველზე პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ამ კატეგორიის ხარჯებისთვის კომისია ადგენს განაწილების ლიმიტებს;

ბ.დ) ხარჯები ქსელის ქვეჯგუფების დანახარჯთა ცენტრებიდან მომსახურების სახეეებზე უნდა განაწილდეს  მარშუტიზაციის ფაქტორების ცხრილის  საშუალებით.

გ) მესამე ეტაპი – ამ ეტაპზე ძირითადი საშუალებები უნდა გადაფასდეს წინამდებარე  დებულაბაში მოცემული ძირითადი საშუალებების გადაფასების კრიტერიუმების მიხედვით. გადაფასებული ძირითადი საშუალებების ღირებულების საფუძველზე ავტორიზებულმა პირმა უნდა გადაიანგარიშოს ცვეთის ხარჯი. ძირითადი საშუალებების სასარგებლო ექსპლუატაციის (ცვეთის)  ვადას ადგენს კომისია გადაწყვეტილებით;

დ) მეოთხე ეტაპი – ამ ეტაპზე უნდა აიგოს დახარჯების მომსახურების მიწოდების მოცულობასთან ურთიერთკავშირის გრაფიკები (Cost Volume Relationshion – CVR). დახარჯების მომსახურების მიწოდების მოცულობასთან  ურთიერთკავშირის გრაფიკი უნდა აჩვენებდეს ხარჯების ცვლილებას მომსახურების მოცულობის ან/და ქსელის ელემენტების ცვლილების დროს;

ე) მეხუთე ეტაპი – ამ ეტაპზე იანგარიშება მომსახურების  ღირებულება. აქ უნდა მოხდეს  წინა ოთხი ეტაპის შეჯამება რაც მოიცავს პირველ და მეორე  ეტაპზე მიღებული მომსახურების სახეების და საქმიანობების ჯამურ დანახარჯებს, მესამე ეტაპზე მოცემული კრიტირიუმებით გადაფასებული აქტივების გადაანგარიშებულ ცვეთის ხარჯს და დანახარჯების მომსახურების მიწოდების მოცულობასთან  ურთიერთკავშირის (CVR) მიხედვით განაწილებულ ხარჯებს. მიღებულ შედეგებს შეიძლება  დაემატოს  მარჟა ჯამური დანახარჯების კომპენსაციის მიზნით. კონკრეტული მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის შესაბამისი მოდელის მიხედვით, მარჟას კომისია  ადგენს.

მუხლი 24. Bu LRIC მოდელის შედგენის  ეტაპები

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა Bu LRIC მოდელი უნდა ააგოს შემდეგი ეტაპების მიხედვით:

ა) პირველი ეტაპი – ამ ეტაპზე უნდა განისაზღვროს მომსახურებაზე მოთხოვნის მოცულობა, მომსახურებაზე მოთხოვნის შესაბამისი მოცულობის დადგენის შემდეგ უნდა განისაზღვროს ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ქსელის ელემენტების სიმძლავრეები.

ბ) მეორე ეტაპი – ამ ეტაპზე უნდა აიგოს ყველაზე უფრო ეფექტური ჰიპოთეტური ქსელი. ეფექტური ჰიპოთეტური ქსელი შეიძლება აიგოს შემდეგი ორი მეთოდით:

ბ.ა) გადამწვარი კვანძი (Scorched node). ამ მეთოდის გამოყენების დროს ეფექტური ქსელის მისაღებად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის არსებული ქსელის  საკვანძო სტრუქტურებს უნდა გაუკეთდეს კორექტირებები;

ბ.ბ) გადამწვარი მიწა (Scorched earth) მეთოდის გამოყენების დროს უნდა აიგოს ყველაზე უფრო ეფექტური ახალი თეორიული ქსელი ისე, რომ  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის არსებული ქსელი მხედველობაში არ იქნეს მიღებული;

გ) მესამე ეტაპი – ამ ეტაპზე უნდა განისაზღვროს ქსელის ელემენტების ღირებულებები, სადაც მნიშვნელოვანია შემდეგი ოთხი სპეციფიკური ასპექტი:

გ.ა) აქტივების გადაფასება მიმდინარე ღირებულებით (CCA);

გ.ბ) კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC);

გ.გ) აქტივების მომსახურების ვადა;

გ.დ) გრძელვადიანი აქტივების ცვეთის პრინციპები და პარამეტრები;

დ) მეოთხე ეტაპი – მეოთხე ეტაპზე უნდა შეიკრიბოს კაპიტალური და საოპარაციო დანახარჯები. მიღებულ ჯამს უნდა დაემატოს მარჟა/ფასნამატი (მარჟა/ფასნამატი შედგება საერთო და ერთობლვი ხარჯების გარკვეული წილისგან) და საბოლოო შედეგი უნდა გაიყოს პირველ ეტაპზე დაგეგმილ  მომსახურების მოცულობაზე.

2. ჰიპოთეტური ქსელის აგებისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მომსახურების ბუფერული მიწოდებისთვის (უსაფრთხოების/გარანტიის მიზნით საჭირო სიმძლავრეები) საჭირო ქსელის ჭარბი/ზედმეტი ელემენტები.

3. ჰიპოთეტური ქსელი უნდა დაიგეგმოს პიკური მოთხოვნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ხშირად პიკურზე ნაკლებია.

მუხლი 25. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება WACC

1. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) – არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ განხორცილებული ინვესეტიციების ალტერნატიული ღირებულების შეფასების მეთოდი. WACC წარმოადგენს საკუთარი კაპიტალის და  ნასესხები კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებას.

2. პარამეტრები, რომლებიც გამოიყენება WACC-ის ფორმულაში, უნდა გამომდინარეობდ

მუხლი 4. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის  ძირითადი დებულებები

1. განცალკევებული აღრიცხვა არის სააღრიცხვო სისტემის, პოლიტიკის, პროცედურების და სხვა საშუალებების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ფინანსური ინფორმაციის მოსამზადებლად. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში უნდა იყოს ადვილად შედარებადი და ნათლად ასახავდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ფინანსურ პოზიციას და ბიზნესერთეულებზე  გაწეული ხარჯების და მიღებული შემოსავლების ურთიერთკავშირს. განცალკევებული აღრიცხვის მიზნებისათვის კომისია უფლებამოსილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი დაავალდებულოს წინამდებარე დებულებაში გათვალისწინებული წესების და მეთოდების გამოყენებით აწარმოოს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადება.

2. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ მომზადებულმა განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშმა უნდა უზრუნველყოს ავტორიზებული პირის ფინანსური ანგარიშგების ცალკეული ბიზნესერთეულების მიხედვით განცალკევება და თითოეული ბიზნეს ერთეულისათვის ძირითად დატვირთულ კაპიტალზე უკუგების დადგენა. ამ მიზნებისთვის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა უნდა განსაზღვროს თითოეული ბიზნესერთეულის შემოსავალი, დანახარჯი და საშუალო დატვირთული კაპიტალი.

3. შემოსავლებსა და დანახარჯებს შორის სხვაობა წარმოადგენს ცალკეული ბიზნესერთეულის, ან/და ქვე-ერთეულის უკუგებას, აღნიშნული უკუგების თანაფარდობა საშუალო დატვირთულ კაპიტალთან განსაზღვრას დატვირთულ კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტს. დატვირთული კაპიტალის საშუალო ოდენობა გამოიანგარიშება წლის დასაწყისში და წლის ბოლოს არსებული დატვირთული კაპიტალის საშუალო არითმეტიკულის საშუალებით, ხოლო უკუგების კოეფიციენტი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

,

7. LRIC-ით მომსახურების დანახარჯების კალკულაციის მიზნებისათვის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ცვეთა უნდა იანგარიშოს მუდმივი ანუიტეტის (Constant Annuity) მეთოდით. მუდმივი ანუიტეტი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც, n აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადაა.

8. მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის LRIC მეთოდი წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების კალკულაციის საერთო კონცეფციას. ამ მუხლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებში მოცემულია LRIC მეთოდის სხვადასხვა სახეობები.

9. „pure LRIC” წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების მეთოდს, რომელიც არ ითვალისწინებს საერთო (ზედნადებ) დანახარჯებს.

10. „LRAIC“ წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი საშუალო დანახარჯების მეთოდს, სადაც მომსახურების ნაზრდი მოცულობის დანახარჯები ნაწილდება გაწეული მომსახურების საშუალო მოცულობაზე.

11.  „LRIC+“ წარმოადგენს ფასნამატიან „LRIC“-ის მოდელს. „LRIC+“-ის მოდელში ფასნამატის სახით მომსახურების ტარიფს ემატება, ნაზარდი მოცულობის ყველა ცვლადი და მუდმივი საერთო (ზედნადები) დანახარჯები.

12. „LRAIC+“ წარმოადგენს ფასნამატიან „LRAIC-ის“ მოდელს. „LRAIC+“-ის მოდელში ფასნამატის სახით მომსახურების ტარიფს ემატება, ნაზრდი მოცულობის ყველა ცვლადი და მუდმივი საერთო (ზედნადები) დანახარჯები.

13. მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების კალკულაციის მოდელის შედგენის ორი მეთოდი არსებობს:

ა) ე. წ. „თოპ დაუნ“ (top-down LRIC – td LRIC) მეთოდი. ამ მეთოდის  მიხედვით გაანგარიშება იწყება კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერებით, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების LRIC კალკულაციის პრინციპების და შესაბამისი მეთოდოლოგიური წესების გამოყენებით მიიღება მომსახურების ტარიფი;

ბ) ე. წ. „ბოთომ აპ“ (bottom-up LRIC – bu LRIC) მეთოდი. ამ მეთოდის მიხედვით საწყის ეტაპზე უნდა განისაზღვროს მომსახურების მოსალოდნელი მოთხოვნა. მოთხოვნაში გაითვალისწინება მთლიანი ტრაფიკი, როგორც სააბონენტო, ასევე საბითუმო. მიღებული მთლიანი მოთხოვნის საფუძველზე უნდა აიგოს ეფექტური ქსელის მოდელი. მიღებული ქსელის მოდელისთვის უნდა დადგინდეს ქსელის ელემენტები და შეფასდეს მათი ღირებულებები ასევე უნდა მოხდეს ქსელთან  დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშება.

მუხლი 23. „td LRIC“ მოდელის შედგენის  ეტაპები

მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა „td LRIC“ მოდელი უნდა ააგოს შემდეგი ეტაპების მიხედვით:

ა) პირველი ეტაპი – პირველ ეტაპზე დანახარჯები საბუღალტრო აღრიცხვის სისტემიდან უნდა დაჯგუფდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის საქმიანობების მიხედვით და დაიყოს საოპარაციო და კაპიტალურ ხარჯებად;

ბ) მეორე ეტაპი – მეორე ეტაპზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ხარჯები უნდა გაანაწილოს მომსახურების სახეებზე. ამისათვის ხარჯები თავიდანვე უნდა დაჯგუფდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის საქმიანობების მიხედვით. მაგალითად, ქსელთან დაკავშირებული საქმიანობები, კომერციული საქმიანობები (რეალიზაცია, მარკეტინგი, ფულის ამოღება, მომხმარებლების ლოიალურობის პროგრამები და სხვა ), დამხმარე პროცესები (ბილინგი, ფინანსები, შესყიდვები, პერსონალის მართვა და სხვა) და სხვა საქმიანობები;

ბ.ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა უნდა მოახდინოს იმ ხარჯების და შემოსავლების შეჯერება და ცალკე გამოყოფა, რომლებიც ერთდროულად წარმოიშობიან. მაგალითად, შემოსავალი მობილური აპარატების რეალიზაციიდან და მობილური აპარატების თვითღირებულების ხარჯი;

ბ.ბ) მომსახურების სახეებზე ხარჯები უნდა განაწილდეს დანახარჯთა მატარებლების მიხედვით;

ბ.გ) დანახარჯთა ცენტრები არის ერთნაირი შინაარსიის და ხასიათის ხარჯების შემკრები. „td LRIC“ მოდელი უნდა შეიცავდეს სულ მცირე დანახარჯთა ცენტრის სამ კატეგორიას: ქსელის ელემენტების დანახარჯთა ცენტრი, მომსახურების სახეებზე პირდაპირ მიკუთვნებადი დანახარჯთა ცენტრი და მომსახურების სახეებზე არაპირდაპირ მიკუთვნებადი დანახარჯთა ცენტრი;

ბ.გ.ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკური საქმიანობებიდან გამომდინარე, ქსელი და შესაბამისი დანახარჯთა ცენტრები შეიძლება დაიყოს შემდეგ ქვეჯგუფებად: სახაზო საკაბელო ქსელი, საკომუტაციო მოწყობილობები, ტრაფიკის ტრანსპორტირების საშუალებები და დამატებითი შემოსავლების მიღების ფუნქციონალური საშუალებები;

ბ.გ.ბ) მომსახურების სახეებზე პირდაპირ მიკუთვნებადი დანახარჯთა ცენტრი უნდა შედგებოდეს იმ ხარჯებისგან, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საბოლოო მომსახურების მიწოდებასთან;

ბ.გ.გ) მომსახურების სახეებზე არაპირდაპირ მისაკუთვნებელი დანახარჯების ცენტრი უნდა შედგებოდეს იმ ხარჯებისგან, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდებიან  მომსახურების მიწოდების პროცესს. იმის გამო, რომ არაპირდაპირ მიკუთვნებადი დანახარჯების განაწილება მიზეზობრიობის და მიზნობრიობის საფუძველზე პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ამ კატეგორიის ხარჯებისთვის კომისია ადგენს განაწილების ლიმიტებს;

ბ.დ) ხარჯები ქსელის ქვეჯგუფების დანახარჯთა ცენტრებიდან მომსახურების სახეეებზე უნდა განაწილდეს  მარშუტიზაციის ფაქტორების ცხრილის  საშუალებით.

გ) მესამე ეტაპი – ამ ეტაპზე ძირითადი საშუალებები უნდა გადაფასდეს წინამდებარე  დებულაბაში მოცემული ძირითადი საშუალებების გადაფასების კრიტერიუმების მიხედვით. გადაფასებული ძირითადი საშუალებების ღირებულების საფუძველზე ავტორიზებულმა პირმა უნდა გადაიანგარიშოს ცვეთის ხარჯი. ძირითადი საშუალებების სასარგებლო ექსპლუატაციის (ცვეთის)  ვადას ადგენს კომისია გადაწყვეტილებით;

დ) მეოთხე ეტაპი – ამ ეტაპზე უნდა აიგოს დახარჯების მომსახურების მიწოდების მოცულობასთან ურთიერთკავშირის გრაფიკები (Cost Volume Relationshion – CVR). დახარჯების მომსახურების მიწოდების მოცულობასთან  ურთიერთკავშირის გრაფიკი უნდა აჩვენებდეს ხარჯების ცვლილებას მომსახურების მოცულობის ან/და ქსელის ელემენტების ცვლილების დროს;

ე) მეხუთე ეტაპი – ამ ეტაპზე იანგარიშება მომსახურების  ღირებულება. აქ უნდა მოხდეს  წინა ოთხი ეტაპის შეჯამება რაც მოიცავს პირველ და მეორე  ეტაპზე მიღებული მომსახურების სახეების და საქმიანობების ჯამურ დანახარჯებს, მესამე ეტაპზე მოცემული კრიტირიუმებით გადაფასებული აქტივების გადაანგარიშებულ ცვეთის ხარჯს და დანახარჯების მომსახურების მიწოდების მოცულობასთან  ურთიერთკავშირის (CVR) მიხედვით განაწილებულ ხარჯებს. მიღებულ შედეგებს შეიძლება  დაემატოს  მარჟა ჯამური დანახარჯების კომპენსაციის მიზნით. კონკრეტული მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის შესაბამისი მოდელის მიხედვით, მარჟას კომისია  ადგენს.

.

მუხლი 24. Bu LRIC მოდელის შედგენის  ეტაპები

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა Bu LRIC მოდელი უნდა ააგოს შემდეგი ეტაპების მიხედვით:

ა) პირველი ეტაპი – ამ ეტაპზე უნდა განისაზღვროს მომსახურებაზე მოთხოვნის მოცულობა, მომსახურებაზე მოთხოვნის შესაბამისი მოცულობის დადგენის შემდეგ უნდა განისაზღვროს ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ქსელის ელემენტების სიმძლავრეები.

ბ) მეორე ეტაპი – ამ ეტაპზე უნდა აიგოს ყველაზე უფრო ეფექტური ჰიპოთეტური ქსელი. ეფექტური ჰიპოთეტური ქსელი შეიძლება აიგოს შემდეგი ორი მეთოდით:

ბ.ა) გადამწვარი კვანძი (Scorched node). ამ მეთოდის გამოყენების დროს ეფექტური ქსელის მისაღებად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის არსებული ქსელის  საკვანძო სტრუქტურებს უნდა გაუკეთდეს კორექტირებები;

ბ.ბ) გადამწვარი მიწა (Scorched earth) მეთოდის გამოყენების დროს უნდა აიგოს ყველაზე უფრო ეფექტური ახალი თეორიული ქსელი ისე, რომ  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის არსებული ქსელი მხედველობაში არ იქნეს მიღებული;

გ) მესამე ეტაპი – ამ ეტაპზე უნდა განისაზღვროს ქსელის ელემენტების ღირებულებები, სადაც მნიშვნელოვანია შემდეგი ოთხი სპეციფიკური ასპექტი:

გ.ა) აქტივების გადაფასება მიმდინარე ღირებულებით (CCA);

გ.ბ) კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC);

გ.გ) აქტივების მომსახურების ვადა;

გ.დ) გრძელვადიანი აქტივების ცვეთის პრინციპები და პარამეტრები;

დ) მეოთხე ეტაპი – მეოთხე ეტაპზე უნდა შეიკრიბოს კაპიტალური და საოპარაციო დანახარჯები. მიღებულ ჯამს უნდა დაემატოს მარჟა/ფასნამატი (მარჟა/ფასნამატი შედგება საერთო და ერთობლვი ხარჯების გარკვეული წილისგან) და საბოლოო შედეგი უნდა გაიყოს პირველ ეტაპზე დაგეგმილ  მომსახურების მოცულობაზე.

2. ჰიპოთეტური ქსელის აგებისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მომსახურების ბუფერული მიწოდებისთვის (უსაფრთხოების/გარანტიის მიზნით საჭირო სიმძლავრეები) საჭირო ქსელის ჭარბი/ზედმეტი ელემენტები.

3. ჰიპოთეტური ქსელი უნდა დაიგეგმოს პიკური მოთხოვნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ხშირად პიკურზე ნაკლებია.

მუხლი 25. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება WACC

1. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) – არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ განხორცილებული ინვესეტიციების ალტერნატიული ღირებულების შეფასების მეთოდი. WACC წარმოადგენს საკუთარი კაპიტალის და  ნასესხები კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებას.

2. პარამეტრები, რომლებიც გამოიყენება WACC-ის ფორმულაში, უნდა გამომდინარეობდეს ძირითადი კაპიტალის შეფასების მოდელიდან (CAPM Capital Assets Pricing Model);

3. WACC სატელეკომუნიკაციო საქმიანობისთვის დგინდება კომისიის გადაწყვეტილებით;

4. WACC-ის გაანგარიშების მიზნებისთვის კომისია უფლებამოსილია ისარგებლოს საკონსულტაციო ან აუდიტორული კომპანიის მომსახურებით.

5. WACC-ის გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის დამახასიათებელი რისკები.

მუხლი 26. ოპერატორის ფიქსირებულ ქსელში ზარის საბითუმო დასრულების ტარიფის გაანგარიშების პრინციპები

1. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ტრაფიკთან დაკავშირებული და ტრაფიკთან არდაკავშირებული ხარჯები. ოპერატორის ფიქსირებულ ქსელში ზარის საბითუმო დასრულების ტარიფის გაანგარიშებაში ტრაფიკთან არდაკავშირებული ხარჯები მხედველობაში არ მიიღება. ტრაფიკთან დაკავშირებული ხარჯებიდან გაითვალისწინება მხოლოდ ის ხარჯები, რომლებიც შეიძლება თავიდან აიცილოს ოპერატორმა საკუთარ ქსელში ზარის საბითუმო დასრულების მომსახურების მიწოდების არარსებობის დროს. თავიდან ასაცილებელი ხარჯები არის დანახარჯებს შორის სხვაობა, რომელიც მიიღება ოპერატორის მიერ მომსახურებების ფუნქციონალურად სრული ასორტიმენტის გაწევის უზრუნველყოფისთვის საჭირო დანახარჯებსა და ოპერატორის მიერ სრული ასორტიმენტის მომსახურებების ურთიერთჩართვის მომსახურების გარდა გაწევის უზრუნველყოფისთვის საჭირო დანახარჯებს  შორის.

2. ტრაფიკთან დაკავშირებულ და ტრაფიკთან არდაკავშირებულ ხარჯებს შორის გამყოფი (დემარკაციის) ადგილი არის ტრაფიკის კონცენტრაციის (შეკრების) პირველი წერტილი. ფიქსირერბულ  ქსელში  დემარკაციის წერტილს წარმოადგენს  სადგურის ან/და გატანილი სადგურის სააბონენტო პლატის სასადგურე მხარე. ახალი თაობის/გენერაციის ქსელებში დემარკაციის ადგილის ეკვივალენტს წარმოადგენს DSLAM/MSAN-ის სააბონენტო პლატა. როდესაც DSLAM/MSAN-ები  განთავსებულია ქუჩის კარადებში, მაშინ უნდა დადგინდეს ქუჩის კაბინეტსა და სადგურს/MDF-ს შორის ყოფილი კავშირი წარმოადგენდა თუ არა ერთობლივი გატარების საშუალებას. თუ ყოფილი კავშირი წარმოადგენდა ერთობლივი გატარების საშუალებას, მაშინ ტრაფიკთან დაკავშირებული და ტრფიკთან არდაკავშირებული ხარჯების დემარკაციის წერტილი იქნება ქუჩაზე განთავსებული სატელეკომუნიკაციო კარადა. შესაბამისად, აღნიშნულთან  დაკავშირებული ხარჯები უნდა ჩაითვალოს ტრაფიკის ცვლილებაზე დამოკიდებულ ხარჯების კატეგორიაში. 

3. ფიქსირებულ ქსელში ადგილობრივი დაშვების ქსელი წარმოადგენს სადგურსა და აბონენტს შორის კავშირს. ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების უზრუნველყოფა არ იწვევს ადგილობრივი დაშვების ქსელის კომპონენტების (სპილენძის წყვილები, კროსი, კანალიზაცია და სხვა) დანახარჯების ზრდას. შესაბამისად, ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშებაში ადგილობრივი დაშვების ქსელის კომპონენტების ხარჯები არ უნდა მონაწილეობდეს.

მუხლი 27. მობილურ ქსელში ზარის საბითუმო დასრულების გაანგარიშების პრინციპები

1. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ტრაფიკთან დაკავშირებული და ტრაფიკთან არდაკავშირებული ხარჯები. ოპერატორის მობილურ ქსელში ზარის საბითუმო დასრულების ტარიფის გაანგარიშებაში ტრაფიკთან არდაკავშირებული ხარჯები მხედველობაში არ მიიღება. ტრაფიკთან დაკავშირებული ხარჯებიდან გაითვალისწინება მხოლოდ ის ხარჯები, რომლებიც შეიძლება თავიდან აიცილოს ოპერატორმა  ქსელში ზარის საბითუმო დასრულების მომსახურების არმიწოდების დროს. თავიდან ასაცილებელი ხარჯები არის დანახარჯებს შორის სხვაობა, რომელიც მიიღება ოპერატორის მიერ მომსახურებების ფუნქციონალურად სრული ასორტიმენტის გაწევის უზრუნველყოფისთვის საჭირო დანახარჯებსა  და ოპერატორის მიერ  სრული ასორტიმენტის მომსახურებების ურთიერთჩართვის მომსახურების გარდა გაწევის უზრუნველყოფისთვის საჭირო დანახარჯებს  შორის.

2. მობილური ტელეფონის აპარატების და სიმბარათების ღირებულებები არ წარმოადგენს ტრაფიკთან დაკავშირებულ ხარჯებს და შესაბამისად, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ზარის საბითუმო დასრულების მომსახურების გაანგარიშებაში.

3. დაფარვის ზონა ყველაზე კარგად შეიძლება დახასიათდეს, როგორც მობილური ქსელის ნებისმიერი წერტილიდან ზარის განხორციელების საშუალება, ხოლო გატარების მოცულობა წარმოადგენს, მზარდი ტრაფიკის გასატარებლად საჭირო აუცილებელ დამატებით ქსელის ელემენტებს და მასზე გაწეულ დანახარჯებს. აბონენტებისთვის საჭირო დაფარვის ზონის შექმნა მოითხოვს ტრაფიკთან არდაკავშირებული ხარჯების გაწევას, რომელიც არ უნდა მიეკუთვნოს ზარის საბითუმო დასრულების დანახარჯების კატეგორიას. დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია დაფარვის ზონასთან, არ უნდა შევიდეს ზარის საბითუმო დასრულების  ხარჯების კატეგორიაში. დამატებითი მოცულობის გატარებასთან დაკავშირებული ხარჯები კი უნდა შევიდეს ზარის საბითუმო დასრულების ხარჯების კატეგორიაში იმ ოდენობით, რაც საჭიროა ზარის საბითუმო დასრულების დამატებითი ტრაფიკის გასატარებლად. ;

4. მობილური ქსელის აბონენტებისთვის საცალო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გაწეული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები (სიხშირული სპექტრის  მოპოვების და გამოყენების უფლება), რომელიც  გამოწვეულია, ბიზნესის საწყის ეტაპზე აბონენტების მოცულობით, არ არის  ტრაფიკთან დაკავშირებული ხარჯები და შესაბამისად, არ უნდა შევიდეს ზარის საბითუმო დასრულების ნაზარდი  ხარჯების კატეგორიაში. ზარის დასრულების საბითუმო მომსახურების ტრაფიკის მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებული (აბონენტებისთვის საცალო მომსახურებისთვის საჭირო მინიმუმს ზემოთ) დამატებითი სპექტრის მოპოვების ხარჯები უნდა შევიდეს ზარის საბითუმო  დასრულების ხარჯების კატეგორიაში.

5. მობილურ ქსელში ზარის დასრულების  დანახარჯების გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს ქსელის იმ ოდენობით დამატებითი მოცულობის საჭიროების დანახარჯები, რომელიც საჭიროა ზარის საბითუმო დასრულების ტრაფიკის ტრანსპორტირებისთვის (მაგ. დამატებითი ქსელის ინფრასტრუქტურა იმ ოდენობით, რაც გამოწვეულია დამატებითი საბითუმო ტრაფიკის ტრანსპორტირებით). ქსელთან დაკავშირებული ხარჯები უნდა შეიცავდეს დამატებით მობილურ საკომუნატაციო ცენტრებთან (MSCs) და მაგისტრალურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც პირდაპირ გამოწვეულია მესამე მხარისთვის ზარის დასრულების ტრაფიკის ტრანსპორტირებით. როდესაც ქსელის გარკვეული ელემენტები საერთოა ზარის წამოწყების და ზარის დასრულების მომსახურებების მიწოდებისთვის (მაგ., საბაზო გადამცემი სადგურები BTS), მაშინ ასეთი ელემენტები ჩაირთვება ზარის დასრულების დანახარჯების მოდელში იმ მოცულობით, რა მოცულობითაც საჭიროა ეს ელემენტები მესამე მხარისთვის ზარის დასრულების ტრაფიკის დამატებითი მოცულობის ტრანსპორტირების განსახორცილებლად. თუ ზემოთ აღნიშნული მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაშინ ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების დროს ქსელის შიგნით განხორციელებული ტრაფიკი (შიდა ტრაფიკი) გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც ზარის წამოწყებაზე, ასევე ზარის დასრულებაზე.

ეს ძირითადი კაპიტალის შეფასების მოდელიდან (CAPM Capital Assets Pricing Model);

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები