„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 5 /

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2017 14:46

მიღების თარიღი აგვისტო 17, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2017 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზესაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003  წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით (სსმ III, 14.07.03წ., №71, მუხ. 643) დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლიდან ამოღებულ იქნას მე-5 პუნქტი.

2. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

მუხლი 121. კომისიის სხდომის მიმდინარეობა

1. კომისიის სხდომას ხსნის და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული სხდომის თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგის პროექტს წარმოადგენს ადმინისტრაცია. საჭიროების შემთხვევაში კომისიას დღის წესრიგის პროექტში შეაქვს კომისიის სხდომაზე განსახილველად დამატებით წარმოდგენილი საკითხი. კომისია განსაზღვრავს საკითხის განხილვის რიგითობას, აერთიანებს ერთგვაროვან და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხებს, გადააქვს საკითხის განხილვა სხვა დროისთვის. დღის წესრიგს კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ამტკიცებს კომისია.

3. სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისად და ასახელებს განსახილველ საკითხს. სხდომის მდივანი კომისიას მოახსენებს განსახილველ საკითხზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს შეტყობინებები, ხოლო მომხსენებელი  (კომისიის წევრი, კომისიის აპარატის თანამშრომელი) წარმოადგენს ინფორმაციას მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. არასაპატიო მიზეზით დაინტერესებული მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ საკითხის განხილვას.

4. სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია  გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან. საკითხის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.

5. მომხსენებელი (კომისიის წევრი, კომისიის აპარტის თანამშრომელი) კომისიას მოახსენებს საკითხის ძირითად გარემოებებს. მოხსენების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე, სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს აძლევს დროს წარმოადგინოს დამატება ან/და დაზუსტება.

6. მოხსენების შემდეგ კომისია მოისმენს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარის ახსნა-განმარტებას. კომისია უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს დაუსვას შეკითხვები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკითხის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

7. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები ან/და შუამდგომლობები განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევის  თხოვნით. თუ კომისია მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება საკითხის განხილვის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას.

8. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა, მნიშვნელოვან გარემოებათა გამოკვლევა და დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორციელება.  

9. მნიშვნელოვან გარემოებათა და მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, დანიშნოს ექსპერტიზა და მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

10. სხდომის თავმჯდომარე იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს, რათა შესაძლებელი გახდეს საკითხის განხილვის დამთავრება ერთ სხდომაზე. ამ მიზნით სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია: დაინტერესებულ მხარეს სიტყვისთვის განუსაზღვროს დრო; ჩამოართვას სიტყვა, თუ ის არ არის კავშირში განსახილველ საკითხთან ან ემსახურება საკითხის განხილვის გაჭიანურებას ან თუ გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს, აგრეთვე, საკითხის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის განუსაზღვროს დამატებითი დრო. დაინტერესებული მხარე ვალდებულია ხელი შეუწყოს საკითხის დადგენილ ვადაში განხილვას. თუ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საკითხის განხილვა  გადაიდება.

11. კომისია  გადაწყვეტილებას იღებს საკითხის ზეპირი მოსმენის გამართვიდან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, რის შესახებ აცნობებს  დაინტერესებულ მხარე(ებ)ს. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის დამთავრებისთანავე.

12. კომისიას კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, შეუძლია მიიღოს საოქმო გადაწყვეტილება კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგითობის შეცვლასთან, ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხების გაერთიანებასთან, საკითხის განხილვის გადადებასთან, სხდომაზე შესვენების გამოცხადებასთან, მხარესთან შეთანხმებით კომისიის სხდომის სამუშაო დროის გაგრძელებასთან, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის აპარატში დასაქმებულებზე დავალების გაცემასთან, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.“.

3. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავებს განიხილავს ამ წესების შესაბამისად და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.“.

4. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 45. მოსამზადებელი სხდომა

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.

2. კომისია მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღეს, დროსა და ადგილს.

3. მხარეებმა სადავო საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე.

4. მხარე უფლებამოსილია მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე კომისიას წარუდგინოს შეგებებული განცხადება (საპასუხო მოთხოვნა) ძირითად განცხადებასთან ერთად განსახილველად.

5. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია გაეცნოს შეგებებულ განცხადებას.

6. მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.“.

4. 45-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი:

მუხლი 451. დავის განხილვა

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს ამ წესების 121 მუხლის დებულებებით.

2. მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავის განხილვა გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვას.

3. დავის განხილვის დაწყებისას კომისია ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ დავის მორიგებით დამთავრება. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

4. მომხსენებელი კომისიას მოახსენებს საჩივარში/განცხადებაში და შესაგებელში მითითებულ ძირითად გარემოებებს, დავის საგნისა და საფუძვლის მითითებით.  საკითხის მოხსენების შემდეგ კომისია მიმართავს მხარეებს, ხომ არ სურთ რაიმეს დამატება ან/და დაზუსტება.

5. დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას საკითხთან დაკავშირებული გარემოებების გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.

6. მომხსენებლის მოხსენების შემდეგ კომისია მოისმენს განმცხადებლის/მომჩივანის ახსნა-განმარტებას, ხოლო შემდეგ – მოპასუხის ახსნა-განმარტებას.

7. ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მხარეები უფლებამოსილნი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საკითხის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, კომისიას, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.“.

 

მუხლი 2

 

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები