„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 04, 2020 16:56

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2005  წლის 12  დეკემბრის  №13 დადგენილებით (სსმ III, №145, 14/12/2005) დამტკიცებულ  “რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას, გარდა ამ მუხლის 1​1 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

,

სადაც:

P – სიხშირული რესურსების აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა ლარებში;

Pf – კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანის შესაბამისი ღირებულება ლარებში (დანართი 1-ის მიხედვით);

Kq – სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი (დანართი 2-ის მიხედვით);

Kp – გადამცემი (ბაზური) სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი (დანართი 3-ის მიხედვით);

N – გადამცემი სადგურების (ბაზური სადგურების) რაოდენობა;

KN – სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი (დანართი 4-ის მიხედვით);

Ks – საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი (დანართი 5-ის მიხედვით);

Kg – ადგილობრივი მომსახურების ზონის კოეფიციენტი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით (დანართი 6-ის მიხედვით).“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1​1 პუნქტი:

„1​1. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას,  CDMA კოდური დაყოფისა და მრავალჯერადი დაშვების  ტექნოლოგიისთვის 453-457.5 მჰც და 463-467.5 მჰც რადიოსიხშირული ზოლით, ხოლო ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელისთვის (MFCN – Mobile/Fix Communications networks) 2300-2400მჰც სიხშირული ზოლით/რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური დგინდება შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნესმოდელირების  მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების  საფუძველზე, შემდეგი ფორმულით:

P= Pn*C-B,

სადაც:

P – რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობაა ლარებში;

Pn – რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგისა ან/და ბიზნესმოდელირების  მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულებაა;

C – ერთი ლიცენზიის ფარგლებში სააუქციონოდ გამოტანილი  რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა (მჰც-ების) ოდენობაა;

B – სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების (Pn*C)  კომისიის მიერ აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული  5%-დან 20%-მდე ფასდაკლება, რომელიც დგინდება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სალიცენზიო ვალდებულებების  გათვალისწინებით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშება განხორციელდეს დებულების მე-6 დანართში აღნიშნული, თითოეული ზონისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ფორმულის შესაბამისად გაანგარიშებული ღირებულებების დაჯამებით, გარდა ამავე მუხლის 1​1 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება შესაძლებელია გავრცელდეს მის ამოქმედებამდე გაცემულ/ვადაგაგრძელებულ ლიცენზიებზეც, თუ ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას წერილობითი განცხადებით და მოითხოვს ლიცენზიის გადაუხდელი საფასურის გადაანგარიშებას ამ დადგენილების შესაბამისად და თუ ლიცენზიის გაცემიდან/ვადის გაგრძელებიდან არ გასულა ლიცენზიის მოქმედების ვადის ნახევარზე მეტი. ლიცენზიის გადახდილი საფასური გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი   მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი   ელისო ასანიძე
კომისიის წევრი   ვახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარე   კახი ბექაური
თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები