„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2022 15:06

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №7

2021 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„ნუმერაციის რესურსის გაცემის,  გამოყენებისა  და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებულ  „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში“  შევიდეს

შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება.“

2. მე-7 მუხლის  მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება;“.

მუხლი 2

ეს დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი    ნათია კუკულაძე

კომისიის წევრი    ეკატერინე იმედაძე

კომისიის წევრი    ვახტანგ აბაშიძე

თავმჯდომარე      კახი ბექაური

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები