„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2023 11:41

მიღების თარიღი აპრილი 06, 2023

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2023 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში (სსმ III, 14.07.2003წ., №71, მუხ. 643) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს კერძო მაუწყებლობის, სათემო მაუწყებლობის და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობების ფორმები (დანართი 1.1, დანართი 1.2 და დანართი 1.3).“.

მუხლი 2
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოწმეთა და დაზარალებულთა (მათი არსებობის შემთხვევაში) სახელები, გვარები, პირადი ნომრები, მისამართები;“.

2. დანართი №3 დამტკიცდეს თანდართული სახით.

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი   ივანე მახარაძე
კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე
კომისიის წევრი   ეკატერინე იმედაძე
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   ვახტანგ აბაშიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები