"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2023 12:13

მიღების თარიღი ივლისი 13, 2023

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2023 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

 

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
 
მუხლი 1
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003  წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში (სსმ III, 14.07.2003წ., №71, მუხ. 643) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1​3  პუნქტი:

„1​3. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელთა პროფესიული და ეთიკური ქცევის წესები;“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების:

ბ.ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  ექს-პარტე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შესახებ;

 ბ.ბ) მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი   ივანე მახარაძე
კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   ვახტანგ აბაშიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები