„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 6 /

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2023 15:10

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2023

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2023 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
 
მუხლი 1
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003  წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში (სსმ III, 14.07.03წ., №71, მუხ. 643) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები (დანართი №1).“.

2. 1​1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესი (დანართი №2).“.

3. 1​2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​2. დამტკიცდეს საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესი (დანართი №3).”.

4. 1​3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​3. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელთა პროფესიული და ეთიკური ქცევის წესები (დანართი №4).”.

5. მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1.  შეიცვალოს დადგენილების დანართი №1 და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები“ მიჩნეულ იქნეს დადგენილების დანართ №1-ად.

2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესი“ მიჩნეულ იქნეს დადგენილების დანართ №2-ად.

3. „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესი“ მიჩნეულ იქნეს დადგენილების დანართ №3-ად.

4.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელთა პროფესიული და ეთიკური ქცევის წესები“ მიჩნეულ იქნეს დადგენილების დანართ №4-ად.

მუხლი 3
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით (სსმ III, 14.07.03წ., №71, მუხ. 643) დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კომისია გასცემს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელ საბუთს – სალიცენზიო მოწმობას (დანართი №1.1-ის, დანართი №1.2-ის და დანართი №1.3-ის შესაბამისად).“.

2. 36-ე მუხლის:

ა)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მონიტორინგსა და შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ამ წესებით დადგენილი ფორმით (დანართი №1.4) ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში.“.

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ მონიტორინგის ან/და შემოწმების შედეგად გამოვლინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი (პირები), ამ წესებით დადგენილი ფორმით (დანართი №1.5) ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“;

გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისათვის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. დამრღვევის მიერ ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის (დანართი №1.6) საფუძველზე.“.

3. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ თავით გათვალისწინებული ყოველგვარი შეტყობინება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კომისიამ თავისი თანამშრომლის ან სპეციალურად საამისოდ დაქირავებული პირის მეშვეობით პირადად უნდა გადასცეს შესაბამის პირს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მის საცხოვრებელ ან სამუშაო მისამართზე სხვა სრულწლოვან პირს, რაზეც უნდა გაფორმდეს გადაცემის აქტი (დანართი №1.7) ან გაუგზავნოს რეგისტრირებული საფოსტო გზავნილით.“.

4. 51​3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოყვარულო რადიოსადგურები იყოფა შემდეგ კატეგორიად: „A“, „E“ ექსტრა და „B“, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიხშირული დიაპაზონებით, გასხივების კლასით და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრით. სამოყვარულო რადიოსადგურების კატეგორიები განისაზღვრება 1.8-ის შესაბამისად.  (დანართი №1.8).“.

5. 51​5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ. რადიოსახმობის მინიჭების შემთხვევაში კომისია გასცემს რადიომოყვარულის მოწმობას დანართი №1.9-ის შესაბამისად.“.

6. 51​6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყოფილი სიხშირული დიაპაზონები მოცემულია სიხშირეთა განაწილების ეროვნულ გეგმაში. აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში, იგი შესაბამისობაში უნდა იყოს   ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლმენტთან და CEPT-ის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის ECA Table-ის შესაბამისად,  რაც  აისახება  სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიების  განმსაზღვრელ  ცხრილებში (დანართი №1.8).“.

7. 51​7 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  რადიომოყვარული ვალდებულია დამარცვლით, გარკვევით და ფონეტიკური ანბანის (დანართი №1.10) გამოყენებით გადასცეს სახმობი ნიშანი.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.  რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ რადიოსამოყვარულო და საერთაშორისო Q  კოდები (დანართი №1.11 და №1.12).“.

8. 51​8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რადიომოყვარულს უფლება აქვს საქართველოში იქონიოს მხოლოდ ერთი მუდმივი სახმობი ნიშანი.“.

9. დადგენილების დანართი №2 მიჩნეულ იქნეს ამ წესების დანართ №1.4-ად.

10. დადგენილების დანართი №3 მიჩნეულ იქნეს ამ წესების დანართ №1.5-ად.

11. დადგენილების დანართი №4 მიჩნეულ იქნეს ამ წესების დანართ №1.7-ად.

12. დადგენილების დანართი №5 მიჩნეულ იქნეს ამ წესების დანართ №1.10-ად.

13. დადგენილების დანართი №6 მიჩნეულ იქნეს ამ წესების დანართ №1.12-ად.

14. დადგენილების დანართი №7 მიჩნეულ იქნეს ამ წესების დანართ №1.11-ად.

15. დადგენილების დანართი №8 მიჩნეულ იქნეს ამ წესების დანართ №1.8-ად.

16. დადგენილების დანართი №9 მიჩნეულ იქნეს ამ წესების დანართ №1.6-ად.

17. დადგენილების დანართი №15 მიჩნეულ იქნეს ამ წესების დანართ №1.9-ად.

მუხლი 4
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით (სსმ III, 14.07.03წ., №71, მუხ. 643) დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელ წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომჩივანმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ამ წესის დანართი №2.1-ის შესაბამისად შევსებული საჩივარი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომჩივანი (ვინაობა/დასახელება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);

ბ) მომჩივნის წარმომადგენელი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);

გ) მოპასუხე (ვინაობა/დასახელება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);

დ) საჩივრის სახე, სადაც უნდა მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი/მუხლები, რომლის სავარაუდო დარღვევასაც აქვს ადგილი;

ე) საქმის გარემოებების დეტალური აღწერა, სადაც უნდა მიეთითოს შესაბამისი ფაქტები, გარემოებები და მტკიცებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე ასევე მსჯელობა დამდგარ ან მოსალოდნელ ქონებრივ ზიანზე;

ვ) მტკიცებულებების ჩამონათვალი, რომლითაც დასტურდება წინა ქვეპუნქტში მოცემული გარემოებები;

ზ) მითითება კომისიის მიერ ცალკეული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) შენიშვნები და დამატებები;

ი) საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა;

კ) მითითება საჩივრის მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე;

ლ) მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი/დასახელება, ხელმოწერა და საჩივრის წარდგენის თარიღი.“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია საჩივრის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საჩივრის ფორმალურ შესაბამისობას კანონით, ამ პროცედურით და ამ წესის დანართი №2.1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.“.

3. 41-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წერილობითი განაცხადი კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართი №2.2-ის შესაბამისად.“.

4. 50-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით სრულყოფილად შევსებული ამ წესის დანართი №2.3-ის შესაბამისი შეტყობინება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების და მათი მახასიათებლების შესახებ, ასევე, ინფორმაციას დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ, კონცენტრაციის დეტალურ აღწერას, დამატებით შენიშვნებს და ა.შ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  კომისია შეტყობინების მიღებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ამ წესის დანართი №2.3-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.“.

5. 70-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონის გამოსათვლელად გამოიყენება ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (დანართი №2.4).“.

6. დადგენილების დანართი №10 („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების დარღვევის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარსადგენი საჩივრის ფორმა) მიჩნეულ იქნეს ამ წესის დანართ №2.1-ად.

7. დადგენილების დანართი №11 მიჩნეულ იქნეს ამ წესის დანართ №2.2-ად

8. დადგენილების დანართი №12 მიჩნეულ იქნეს ამ წესის დანართ №2.3-ად.

9. დადგენილების დანართი №13 მიჩნეულ იქნეს ამ წესის დანართ №2.4-ად.

მუხლი 5
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით (სსმ III, 14.07.03წ., №71, მუხ. 643) დამტკიცებულ „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისია აქვეყნებს კომენტარების განხილვების ცხრილს დანართი №3.1-ის შესაბამისად. განხილვების ცხრილში მითითებული უნდა იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანოები და კერძო პირები, რომლებმაც წარადგინეს კომენტარები, და საჭიროების შემთხვევაში, კომენტარების შემცველი დოკუმენტის მიღების თარიღი და ნომერი;

ბ) კომენტარები;

გ) კომისიის პასუხ (ებ)ი კომენტარებზე:

გ.ა) დასაბუთება ადმინისტრაციული ორგანოს ან კერძო პირის შესაბამისი კომენტარის გათვალისწინების, გაუთვალისწინებლობის ან ნაწილობრივ გათვალისწინების შესახებ, ან/და

გ.ბ) მითითება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტის დებულებებზე, რომლებიც შესწორდა/შეიცვალა წარმოდგენილი კომენტარის შესაბამისად და პროექტის დებულებების შეცვლილი რედაქცია .“.

2. დადგენილების დანართი №14.1. მიჩნეულ იქნეს ამ წესის დანართ №3.1-ად.

მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 2 ნოემბრიდან.

კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე
კომისიის წევრი   ივანე მახარაძე
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   ვახტანგ აბაშიძე
თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები