ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ

ნომერი: 10 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და 76-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად,

ადგენს:

1. ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად განისაზღვროს: გადამცემი სადგურის მომსახურების ზონა, საეთერო სამაუწყებლო მომსახურების ზონა და სამაუწყებლო ლიცენზიის სამოქმედო ზონა;

2. გადამცემი სადგურის მომსახურების ზონა (შემდგომში ”მომსახურების ზონა”) არის სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილების ერთობლიობით;

3. საეთერო სამაუწყებლო მომსახურების ზონა (შემდგომში ”სამაუწყებლო ზონა”) არის სახმელეთო ტერიტორია, რომელიც მოიცავს გადამცემი სადგურის მომსახურების ერთ ან რამდენიმე ზონას და პირობითად შემოსაზღვრულია აღნიშნულ ტერიტორიაზე განაპირა მომსახურების ზონების მომვლებით;

4. სამაუწყებლო ლიცენზიის სამოქმედო ზონა არის ერთი ან რამდენიმე საეთერო სამაუწყებლო მომსახურების ზონის ერთობლიობა, რაც ლიცენზიის პირობებშია ასახული;

5. სამაუწყებლო ზონების პირობითი მოხაზულობა და კონტურები დატანილია თანდართულ საქართველოს რუქაზე, რაც ამ დადგენილების განუყოფელი ნაწილია (დანართი №1);

6. სამაუწყებლო ზონებში გაერთიანდეს შემდეგი დასახლებული პუნქტები:

ა) თბილისი - ზონა 01 (თბილისი, მცხეთა, ნორიო, მარტყოფი, სართიჭალა, ნინოწმინდა, გარდაბანი, რუსთავი, თელეთი, კუმისი, კოჯორი, კიკეთი, ახალსოფელი, მანგლისი, კასპი, ნატახტარი, მისაქციელი, ბულაჩაური, ვაზიანი, ახალი სამგორი, ჯანდარა, სადახლო, ქესალო, კაპანახჩი, ქეშალო, ალგეთი, სოღანლუღი, ვაშლოვანი, ორბეთი, შეხვეტილა, თვალადი, მუხრანი, წილკანი, საკრამულა, დავათი, ჭოპორტი, ახატანი, ზაკარო, ხაშმი, პატარძეული);

ბ) ყვარელი - ზონა 02 (ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ზემო ქედი, ქვემო ქედი, დედოფლის წყარო, ომალო, ჯაფარიძე, შამბული, ხალატალა, ცოდნა, ხიზაბავრა, ზემო ხაჩილი, მთისძირი, თივი, ახალსოფელი, ჩანთლის ყურე, წიწკანაანთსერი, შილდა, საბუე, ლაფანყური, არტანა, ფშაველი, არგოხი, ფიჩხოვანი, ზემო ბოდბე, ზემო ალვანი, ახალშენი, ზემო ხოდაშენი, თეთრიწყლები, ახალდაბა, ნუკრიანი, ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, ოზაანი, ძველი ანაგა, ქვემო ხოდაშენი, აკურა, შაშიანი, ვაზისუბანი, ჩუმლაყი, ბაკურციხე, ანაგა, ქორეთი, დუისი, მატანი, სანობიანი, წინუბანი, ყვარელწყალი, შენაქო, დიკლო, ხალაციანი, დედისფარულა, ჯოყოლო, დუმასტური, ბირკიანი);

გ) საგარეჯო - ზონა 03 (საგარეჯო, მანავი, გიორგიწმინდა, კაკაბეთი, ჩალაუბანი, ჯიმითი, ჯეირანგელი, უდაბნო, ნინოწმინდა, ანთოკი, თოხლიაური, პატარა ჩაილური, ყანდაურა, შიბლიანი, იორმუღანლო, ზიარი, არაშენდა, მელაანი, ჩოთორი, ბოდბე, გამარჯვება, კრასნოგორსკი).

დ) თიანეთი - ზონა 04 (თიანეთი, არტანი, სიონი, სიმონიანთხევი, ზარიძეები, ტუშურები, ჯიჯეთი, მამადაანები, ბოდახევა, კვერნაულა, ახალსოფელი, ჟებოტა, ორხევი, ნაქალაქარი, მაგრანეთი, ღულელები, სიონთგორი, გორანა, ალოტი).

ე) დუშეთი - ზონა 05 (დუშეთი, ფასანაური, ანანური, ჟინვალი, არაგვისპირი, ბაზალეთი, არღუნი, ციხისძირი, ზენუბანი, მუგუდა, დოლასქედი, პავლეური, ხილაუშა, ხილიანა, მიგრიალთა, მაღარო, ქვემო შარახეთი, თვალივი, ჩინთი, ჩარგალი, მეზვრიანთკარი, კობიანთკარი, გუდაური);

ვ) სტეფანწმინდა - ზონა 06 (სტეფანწმინდა, სნო, კობი, ყანობი, ხურთისი, გორისციხე, სიონი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, წოწოლთა, გველეთი, აჩხოტი, ვარდისუბანი);

ზ) ბარისახო - ზონა 07 (ბარისახო, შატილი, ჩირდილი, კორშა, გველეთი, ხარანაულა, წინხადუ, გიორგიწმინდა, გუდანი, ხოშარა, შუაფხო, მუცო, არდოტი, უკანაფშავი, ხახმატი, აჭე, ბოგჩვილო);

თ) გორი - ზონა 08 (გორი, ცხინვალი, კვაისი, ჯავა, მეჯვრისხევი, ლამისყანა, სამთავისი, იგოეთი, ქვახვრელი, მჭადიჯვარი, აგარა, გომი, ხაშური, სურამი, ალი, ატოცი, ჭანდრები, ზემოხვედურეთი, წრომი, მიწობი, თაგვეთი, ცხრამუხა, ტეზერი, ჩუმათელეთი, ბრილი, ნადარბაზევი, ლეთეთი, საცხენეთი, ბერშუეთი, ქვემო-ბაგები, მონასტერი, ხეითი, ოკამი, ზემო ხანდაკი, დოესი, ატენი, აწრისხევი, ბელოთი, ვანათი, ახალგორი, ოძისი, ახმაჯი, ბეჟანტყევი, გარუბანი, ძეგლევი, მოსაბრუნი, მორბედაანი, იკოთი, ყანჩავეთი, ქურთა, ალევი, საძეგური პირველი, ლარგვისი, დადიანეთი, ხარბალი, ჭორჭოხი, მიდელაანი, ბალაანი, პავლიანი, ქარელთკლარი, ელოიანი);

ი) ბორჯომი - ზონა 09 (ბორჯომი, ახალდაბა, ტბა, ბაკურიანი, საკირე, ტაძრისი, ქვაბისხევი, ჩითახევი, რველი, მონასტერი, ქვიშხეთი, ტაშისკარი, კორტანეთი, კიმოთი, მიტარბი, ციხისჯვარი);

კ) ბოლნისი - ზონა 10 (ბოლნისი, მარნეული, ქეშალო, ქესალო, ფახრალო, კაზრეთი, თეთრი წყარო, ასურეთი, მუხათი, მადნეული, ხოჯორნი, ახკერფი, ოფრეთი, სიონი, შაუმიანი, სამწვერისი, ბალიჭი, კიანეთი, დარბაზი, ტანძია, შიხილო, ირაგა, ივანოვკა, გუდარეხი, ტბისი, საღარაშენი, არდისუბანი, ღოუბანი, კოდა, ალგეთი, აზიზქენდი, მუღანლო, კასუმლო, სადახლო);

ლ) დმანისი - ზონა 11 (დმანისი, წალკა, რეხა, ხანდო, ტაბაწყური, ბედინი, ჯინისი, ხრამჰესი, გომარეთი, დიდი კლდეისი, ლოქჭანდარი, გორა, საკირე, ამამლო, მთისძირი, ნარდევანი, ბურნაშეთი, ყიზილქილისა, გუმბათი, ხაჩკოი, ჩივთქილისა, ორმაშენი, საჯა, კაკლიანი, ბოსლები, მაშავერა, პატარა დმანისი, დიდი დმანისი, საფარლო);

მ) ახალქალაქი - ზონა 12 (ახალქალაქი, მერენია, ნინოწმინდა, კარწახი, ოკამი, ვაჩიანი, კუმურდო, ხანდო, არაქალი, სათხე, სპასოვკა, გორელოვკა, დადეში, სულდა, ხავეთი, ჩუნჩხა, ვარევანი, აზავრეთი, ფოკა, ოლავერდი, ოროჯოლარი, ეშტია, უჯმანა, აბული);

ნ) ახალციხე - ზონა 13 (ახალციხე, აბასთუმანი, აწყური, ტყემლანა, საყუნეთი, დამალა, ასპინძა, წყალთბილა, ვალე, ადიგენი, ნაოხრები, არალი, უდე, ლელოვანი, ზარზმა, ფლატე, ზანავი, ბოლაჯაური, ნაქურდევი, ანი, სვირი, ბოგა, ფერსა, წინუბანი, ოშორა, ხიზაბავრა, სარო, ტოლოში, ორგორა, ძველი, ურაველი, ანდრიაწმინდა);

ო) ჭიათურა - ზონა 14 (ჭიათურა, საჩხერე, სპეთი, კორბოული, კაცხი, მოხვა, მანდაეთი, მეჩხეთური, თვალეთი, სალიეთი, ქვაციხე, რცხილათი, ხრეითი, ჭალოვანი, ზედუბანი, სინაგური, პერევი, სვერი, ჭალა, დარყა, ცხამი, დურევი, შომახეთი, ბერეთისა);

პ) ტყიბული - ზონა 15 (ტყიბული, მუხურა, სოჩხეთი, ზედუბანი, ახალსოფელი, გურნა, დაბაძველი, წყალწითელა, ხრესილი);

ჟ) ონი - ზონა 16 (ონი, ამბროლაური, ღები, შოვი, უწერა, ჟაშქვა, ლიხეთი, ურავი, ზნაკვა, ხვანჭკარა, ნამანევი, ტბეთი, ქვიშარი, ჭყვიში, ჩორჯო, სადმელი, წესი, ფარახეთი, მაჟიეთი, ხიდეშლები, გლოლა, გომი, ქვედი, ირი, ბაჯიხევი, ცხმორი, ქორთა, შქმერი, მთისკალთა, სხვავა, შხივანა, ნაკიეთი, ხირხონისი, ქრისტესი, კვაშხიეთი, ბოყვა, ნიგვზნარა, ხოტევი, ნიკორწმინდა, ბარი, ქვემო ბარი, ქოლოსი, მრავალძალი);

რ) ცაგერი - ზონა 17 (ცაგერი, ლენტეხი, დურაში, ლეჯი, ცანა, ჩიხარეში, ლაჯანა, ლაილაში, სურმუში, მახაში, ალპანა, გვირიში, აგვი, ქულბაქი, ბარდნალა, ზარაგულა, ლუხვანი, რცხმელური, ხელედი, ცანაში, ხაჩეში, ბავარი, ჩხუტელი, ლაჯანა, აჭარა, საირმე);

ს) მესტია - ზონა 18 (მესტია, მაზერი, ხაიში, სგურიში, იდლიანი, დოლასვიფი, დიზი, ნაკი, ფარი, დოლი, იფხი, ლემსია, ჭოლაში, ჟამუში, ლახამულა, ადიში, წვირმი, ჟიბიანი, ვიჩნაში);

ტ) ქუთაისი - ზონა 19 (ქუთაისი, მექვენა, დღნორისა, გელათი, ცუცხვათი, სიმონეთი, ჩხარი, თუზი, საზანო, მარტოთუბანი, თერჯოლა, ზესტაფონი, ხუნევი, ვახანი, ლეღვანი, საღანძილე, ხარაგაული, გუმბრა, საკირე, მაღლაკი, მიწაწითელი, გეგუთი, ოფშკვითი, ფარცხნალი, საკრაულა, საირმე, უხუთი, სულორი, ვანი, მტერჩვეული, სამტრედია, ტოლები, პირველი მაისი, აბაშა, კეთილარი, წყემი, მარტვილი, ხონი, მათხოჯი, წყალტუბო, განთიადი, ორპირი, სუჯუნა, ზანათი, ჯოლევი, ოჩე, სალხინო, გორდი, კინჩხა, ცხუნკური, ორხვი, წყნორი, არგვეთა, ჯვარისა, გოგნი, საჯავახო, ვაზისუბანი, ბოსლევი, გედსამანია, ღორეშა, მოლითი, ფარცხნალი, ხანი, დიმი, ბაღდათი, გადიდი, ყუმური);

უ) ფოთი - ზონა 20 (ფოთი, ყულევი, ხობი, სენაკი, მუხური, ლანჩხუთი, სუფსა, ურეკი, წყალწმინდა, მაგნეტიტი, გრიგოლეთი, მალთაყვა, ნაბადა, საბუკიო, ხამისქური, ნარაზენი, ხიბულა, კოტიანეთი, ძველი-სენაკი, ნოსირი, საოდიშარიო, ქვიანი, შუხუთი, ჯუმათი);

ფ) ზუგდიდი - ზონა 21 (ზუგდიდი, ჯვარზენი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ლესიჭინე, ზენი, ურთა, მოგირი, ანაკლია, ოჩამჩირე, გალი, ერგეთა, ფიჩხორი, გუდავა, ცაგერა, ახალი კინდღი, ლაბრა, მოქვი, ჩხორთოლი, მემურიში, მუჟავა, მედანი, ჯგალი, ჭოღა, ქვედა-ჩხოროწყუ, კირცხი, ცაიში, ცაცხვი);

ქ) ოზურგეთი - ზონა 22 (ოზურგეთი, ნატანები, ძიმითი, მამათი, განახლება, ზემო ფარცხმა, ჩოხატაური, ზემოსურები, ზოტი, ჩხაკოურა, ვაკიჯვარი, შეკვეთილი, მოცვნარი, ზედუბანი, განთიადი, სილაური, აცანა, აკეთი, სამება, იანეული, შუასურები, ბახმარო, ბჟოლიეთი);

ღ) ბათუმი - ზონა 23 (ბათუმი, ქობულეთი, ჭახათი, კვირიკე, ზვარე, ქედა, შუახევი, ხულო, კორდონი, კვატია, ოლატაური, ტბეთი, კოლტაური, ბზუბზუ, ხელვაჩაური, სარფი, ოჩხამური, ლეღვა, კოხი, კვირიკე, დაგვა, ჩაისუბანი, სამება, ერგე, მახუნცეთი, პირველი მაისი, ახო, დანდალო, ინწკირეთი, გორგაძეები, დანისპარაული, თხილვანა, ბაკო, ხარაულა, ცხმორისი, სიმონეთი, მახო, გონიო, მახინჯაური, ჩაქვი, ციხისძირი, ბობოყვათი);

ყ) სოხუმი - ზონა 24 (სოხუმი, გუდაუთა, ბიჭვინთა, გაგრა, ლესელიძე, ნაბლიანი, ბზიფი, აჩადარა, შრომა, აჟარა, ტყვარჩელი, განთიადი, სალხინო, ზენათი, აკვარა, დურიფში, ახალშენი, ეშერა, ოდიში, მერხეული, ხუმუშკური, განახლება,ჯგორდა, გულაგუ, ოხოჯა, კოჩარა, კუტოლი, არაკიჩი, აძიუბჟა, ბაბუშერა, აგუძერა, კელასური, ახალი ათონი, პრიმორსკოე, ახალსოფელი, ლიძავა, კოლხიდა, ზეგანი, აკვაჩა, არხვა, ჭირიუთა, აკიდრა, ალექსანდროვკა, პავლოვსკოე, რეკა);

შ) ჩხალთა - ზონა 25 (ჩხალთა, საკენი, ომარიშარა, ღვანდრა, გენწვისი, აჟარა, მრაბდა, პტიში, ლათა, კადარი, მარდახუჩი);

7. კომისია უფლებამოსილია სათემო სამაუწყებლო მომსახურების ზონად განსაზღვროს თემის კომპაქტური განსახლების ნებისმიერი სახმელეთო ტერიტორია;

8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

9. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავჯდომარე                                                                    დ. ქიტოშვილი

წევრი:                                                                                               დ. პატარაია

წევრი:                                                                                               გ. ფრუიძე

წევრი:                                                                                               ზ. ნონიკაშვილი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები